„შემოდგომა-ზამთარი მაშინებს, შესაძლოა პურიც ვერ ვიყიდოთ“ – ჩცდ-ის კვაზი მანტკავა

© Photo: Zurab Antelava / FBზურაბ ანთელავა
ზურაბ ანთელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ ანთელავას მაყურებელი პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ კვაზი მანტკავას პერსონაჟით იცნობს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მსახიობ ზურაბ ანთელავას პოპულარობა არ აკლდა, თუმცა საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული „ჩემი ცოლის დაქალებში“ კვაზი მანტკავას როლმა მოუტანა.

ისევე, როგორც ბევრ სხვა ხელოვანს, კორონავირუსის პანდემიამ ფინანსური პრობლემები მასაც შეუქმნა. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას მსახიობი ამბობს, რომ შემოდგომა-ზამთარი აშინებს, ვინაიდან შესაძლოა ელემენტარული პურის ყიდვაც კი პრობლემა გახდეს.

„ახლა ზაფხულია და ცოტა იოლია თავის გატანა. იცით, როგორ მეშინია შემოდგომა-ზამთრის პერიოდის?! შეიძლება პურიც ვეღარ ვიყიდოთ“, – ამბობს მსახიობი.

ზუ­რაბ ან­თე­ლა­ვას უფ­რო­სი თა­ო­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი თე­ლა­ვის თე­ატ­რის წარ­მოდ­გე­ნე­ბით იცნობს, მათ შო­რის, სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან „ალა­ლე“, „ჩემი წყალ-ჭა­ლის ხმე­ბი“ და სხვ. ამჟამად თბილისის რამდენიმე თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0