COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

© AP Photo / David Zalubowskiტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 917 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 776 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 917 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 776 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2744 ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 258 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0