კორონავირუსი საქართველოში: რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია გასულ დღე-ღამეში

© photo : National Center for Disease Control and Preventionტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 776 ადამიანი, გარდაიცვალა – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2744, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 258 პაციენტია.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 917-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 776 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2744, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 258 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0