სიძის ინფიცირების წყარო სიდედრი აღმოჩნდა – რა მოხდა ყარაჯალაში

© photo: Sputnik / Denis Abramov / გადასვლა მედიაბანკშიტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
45 წლამდე მამაკაცი საკარანტინე სივრციდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს, სადაც ასევე მოთავსებულია მისი მეუღლის დედა, რომელიც დიდუბის ბაზარში მუშაობს.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული 63 წლის ქალის ოჯახის სამი წევრიდან ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ეპიდემიოლოგები თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას მკვიდრის ინფიცირების წყაროს დადგენას ცდილობენ, რომელიც თბილისში, დიდუბის ბაზარში გამყიდველად მუშაობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის სიტყვებით, კორონავირუსი ქალის სიძეს დაუდასტურდა. დაახლოებით 45 წლის მამაკაცი საკარანტინო სივრციდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალთან კონტაქტი მხოლოდ მისი ოჯახის წევრებს, სულ სამ ადამიანს ჰქონდა.

„გამოვიკვლიეთ მედპერსონალიც, ვინც ინფიცირებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიიღო. ისინი შესაბამისად აღჭურვილი იყვნენ. მიუხედავად ამისა, მედპერსონალიდან შვიდმა საკუთარი სურვილით თვითიზოლაციაში ყოფნის გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ხიზანიშვილმა. 

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
დიდუბის ბაზრის მოვაჭრეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გუშინ კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 101 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც კორონავირუსზე მხოლოდ ერთი პასუხი იყო დადებითი.

ქალი, რომელიც ყარაჯალაში ქალიშვილთან, შვილიშვილთან და სიძესთან ერთად რამდენიმე დღის წინ ჩავიდა, თბილისში ცხოვრობს და დიდუბის ბაზარში მუშაობს.

ყარაჯალაში ჩასვლის შემდეგ ქალმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მეორე დღეს თავად წავიდა თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში. იგი სტაციონარში მოათავსეს, ბიომასალის ნიმუში აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ამ დროისთვის ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, აღენიშნება პნევმონია.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 914-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 771 ადამიანი, გარდაიცვალა – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2744, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 258 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0