ვალერი მელაძე

საქართველოს დროშიანი ტორტი - ვალერი მელაძე იუბილარია

446
(განახლებულია 14:19 24.06.2020)
რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს ვალერი მელაძეს „ვიაგრას“ ყოფილმა სოლისტმა მეუღლემ ასეთი დაბადების დღე გადაუხადა

წარმოშობით ქართველი და რუსეთში მოღვაწე ვარსკვლავი ვალერი მელაძე 23 ივნისს 55 წლის გახდა. მისმა ცნობილმა მეუღლემ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მომღერალმა იუბილე საქართველოს დროშიანი ტორტით აღნიშნა.

View this post on Instagram

Поздравляю, моя ❤️ 23.06.

A post shared by Альбина Джанабаева (@albinadzhanabaeva) on

ვალერი მელაძე წარმოშობით ზღვისპირა ქალაქ ბათუმიდანაა. 1995 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი „სერა“, რომელმაც მაშინვე დაიპყრო მსმენელთა გულები და შემსრულებელს დიდი პოპულარობა მოუტანა. მისი სიმღერების ტექსტების, მუსიკისა და არანჟირების ავტორი მისი ძმა კონსტანტინე მელაძეა.

View this post on Instagram

A post shared by Valery Meladze (@meladzevalerian) on

ვალერისთვის ჯგუფ „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტი ალბინა ჯანაბაევა მეორე ცოლია. წყვილი დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა საზოგადოებას თავის ურთიერთობას, თუმცა ახლა უკვე გულღიად საუბრობენ ამ რომანის ყველა დეტალზე.

 

ალბინამ ვალერი მელაძეს ორი ვაჟი, კონსტანტინე და ლუკა აჩუქა. რაც შეეხება მელაძის უკვე ყოფილ ქორწინებას, ის ამაზე თავად საუბრობს. ყოფილი ცოლის, ირას მადლიერია და მადლობას უხდის, რომ შვილების თვალწინ სკანდალებს არასდროს აწყობდა და ბევრს ითმენდა.

მელაძე ამბობს, რომ აბსოლუტურად კმაყოფილია იმით, თუ როგორ უმკლავდებიან მისი შვილების დედები (ირინა მელაძე, მისი სამი ქალიშვილის დედა, და ალბინა ჯანაბაევა, ვაჟების დედა) ბაშვების აღზრდას. ერთადერთი, რაც ვალერის არ სიამოვნებს ის არის, რომ მისი უფროსი ქალიშვილები, უმცროს ძმებთან არ ურთიერთობენ.

446
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1904)
კოღო

შეიძლება თუ არა კოღო კორონავირუსის გადამტანი გახდეს? - იმნაძის პასუხი

48
სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღო, რომელიც ინფიცირებულს უკბენს, შეიძლება ინფექციის გადამტანი გახდეს

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. კოღო კორონავირუსული ინფექციის გადამტანი არ არის, ასე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღოები, რომლებიც ინფიცირებულს უკბენენ, შეიძლება კორონავირუსული ინფექციის გადამტანები გახდნენ. ეს ვარაუდი იმნაძემ უარყო.

„არა, დამშვიდდით, რადგან ეს წვეთოვანი ინფექციაა. გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინფექცია ჰაერითაც გადადის, ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას ვაქცინის ეფექტურობაზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ისგან იმუნიტეტი არ გამომუშავდება.

„აქ საუბარია ანტისხეულების ტიტრზე, არსებობს მონაცემები, რომ ეს ანტისხეულები შეიძლება გაქრეს ორ-სამ თვეში, მაგრამ ესაა იმუნიტეტი არა მხოლოდ ანტისხეულებზე, ესაა იმუნიტეტი ე.წ. Т-ლიმფოციტების მეხსიერებაზე, როდესაც ორგანიზმი კვლავ ხვდება იმავე ანტიგენს და Т-ლიმფოციტები გამოიმუშავებენ ამ შემთხვევაში ანტისხეულებს. ამ საკითხზე ახლა დიდი კვლევა ტარდება, რამდენად არის ეს Т-ლიმფოციტების მეხსიერებაში. ასე რომ, ეს საკითხები არ არის უიმედო და ვაქცინამ შეიძლება კარგად იმოქმედოს“, - აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 995 შეადგინა. გამოჯანმრთელებული კვლავ 857 ადამიანია. პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, 31 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის, 28 სამხედრო მოსამსახურე, სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდანაა ჩამოყვანილი. კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, სტაციონარებში - 219.

48
თემები:
COVID-19 საქართველოში
კალიასთან ბრძოლა

საქართველოს რეგიონებში კალიასთან ბრძოლა გრძელდება

46
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაამუშავა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში 38 ათასი ჰექტარი ფართობი

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. საქართველოში კალიების გავრცელების არეალი წელს ბევრად ფართოა, ვიდრე შარშან. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ნიკა მესხმა განაცხადა.

მესხის სიტყვებით, კალიების გავრცელებას ხელი შეუწყო გლობალურმა დათბობამ. ახლა მავნებელთან ბრძოლაში სპეცტექნიკა მონაწილეობს.

ბოლო მონაცემებით, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დამუშავებულია 38 ათასი ჰექტარი ფართობი.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება.

იტალიური კალია Acrididae-ს ოჯახს ეკუთვნის. მწერის გავრცელების დიაპაზონი ვრცელდება ჩრდილოეთ აფრიკიდან და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან ცენტრალური ევროპის, ცენტრალური აზიის, მონღოლეთისა და დასავლეთ ციმბირის ტერიტორიებამდე. კალია ივლისიდან ოქტომბრამდე მშრალ, თბილ ადგილებში ბინადრობს, ირჩევს მინდვრებსა და ქვიან სტეპებს, კარიერებს, ქვიშის დიუნებს. აზიანებს ბაღჩეულს, კარტოფილს, მარცვლოვან კულტურებსა და სხვ.

46
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა