„გვიშველეთ, სანამ შეგვჭამენ“ – თბილისში კალიების შემოსევა იწყება? – ფოტოები

© Pixabay / PIM69კალია
კალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში კალიების შემოსევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემაშფოთებელი ფოტოები ვრცელდება. სოციალური ქსელის მომხმარებელი დახმარებას ითხოვს.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს ფოტოებს, სადაც უამრავი კალია ჩანს.

კალიების ეს რაოდენობა მან თბილისში, მუხიანში დააფიქსირა და თბილისის მერიას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტს.

საქართველოში მარტში სოციალურ ქსელებში მომხმარებლები კორონავირუსზე არანაკლებ შეაშფოთა ინფორმაციამ საქართველოში უდაბნოს კალიის შესაძლო გამოჩენის შესახებ.

კალიები - Sputnik საქართველო
უდაბნოს კალიაღა გვაკლდა!

მაშინ საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაგვამშვიდა, რომ უდაბნოს კალია ჩვენთან ფეხს ვერ მოიკიდებს – ის სხვა ადგილებში მოძრაობს, აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საფუძველს მოკლებულია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველ წელს აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში.

ყველა ახალი ამბავი
0