დავით არჩვაძე

„ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე“ რატომ ვერ ახერხებს დავით არჩვაძე შვილის ნახვას?

659
(განახლებულია 15:43 24.06.2020)
ქალაქური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი დავით არჩვაძე ამბობს, რომ მისთვის პირველი ქორწინება შეცდომა იყო.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. კომპოზიტორმა და მომღერალმა დავით არჩვაძემ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ განაცხადა, რომ წლებია შვილის ნახვას ვერ ახერხებს.

კითხვაზე მისი პირველი ქორწინება შეცდომა იყო თუ არა, დავით არჩვაძე პასუხობს, რომ შეცდომა იყო.

„ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. წყვილის დაშორებაში არასდროს არ უნდა ჩაერიოს მესამე, მეხუთე პირი. ჩემს შვილთან წლების მანძილზე ურთიერთობა არ მქონია, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრავმაა. მოკითხვის დონეზეც კი ვერ მაქვს ურთიერთობა“, – აცხადებს მომღერალი.

მისი თქმით, ბოლოს შვილი ორი წლის წინ შემთხვევით ნახა ახლანდელ მეუღლესთან ერთად.

„ჩემი მეუღლის ოცნება იყო ჩემი შვილის ნახვა. მივედი და შუბლზე ვაკოცე, და ვუთხარი, „მამა, მიყვარხარ“. უდიდეს სიხარულთან ერთად იმ დღეს დავლიე, ნასვამი დავჯექი საჭესთან და მეორე დღეს ავარიაც მომივიდა“, – იხსენებს მომღერალი.

მისი თქმით, სასამართლოთიც მინიჭებული აქვს დღეები, საათები ბავშვის ნახვის, მაგრამ დედის მხარემ გადაწყვიტა, რომ სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ გახდება, მანამდე მამის ნახვა მისთვის იქნება ფსიქიკური ტრავმა, რაც მომღერლისთვის გაუგებარია, თუმცა ელოდება იმ მომენტს, როცა ეს დრო დადგება.

და­თო არჩვაძე ამბობს, რომ მომ­ღე­რალ სოფო კუ­ჭა­ვას­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ მძი­მე პე­რი­ო­დი ჰქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ლა­ხა და შემდეგ ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვია. ეთუ­ნა ათი წელი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობ­და და წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის შემ­დეგ „თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" კონ­ცერ­ტზე ნახა. ათი წლის უნა­ხავ მე­გო­ბარს სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­და და მათ შო­რის ნამ­დვი­ლი გრძნო­ბა გაჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იწე­რე­ბო­და პრე­სა­ში და­თო­სა და ეთუ­ნას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბის შე­სა­ხებ. თა­ვი­დან მომ­ღე­რა­ლი ყვე­ლა­ფერს მა­ლავ­და, მაგ­რამ გრძნო­ბა ბო­ლომ­დე ვერ და­მა­ლა.

ყველასათვის საყვარელი მომღერალი დათო არჩვაძე მეორედ 2012 წელს დაქორწინდა.

659
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1908)
ქუთაისი

რატომ აღარ მოსწონთ მერებსა და მოადგილეებს თანამდებობები? ვინ შეელია სავარძელს

16
(განახლებულია 13:47 15.07.2020)
საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებებია - ჩინოვნიკები თანამდებობებს ტოვებენ

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქუთაისის მერის ერთ-ერთმა მოადგილე ნინო თვალთვაძემ ყველასთვის მოულოდნელად თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

თვალთვაძის გადადგომა ბოლო თვეებში ჩინოვნიკების მიერ თანამდებობის დატოვების რიგით მეექვსე შემთხვევაა. მარტსა და აპრილში საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს კასპის, თერჯოლის, ონის, ქუთაისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მერებმა.

„ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ამიტომაც, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ქუთაისის სამსახურში. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე იყო რთული დღეებიც და დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას", - დაწერა თვალთვაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ამ დროისთვის უცნობია თვალთვაძის გადადგომის მიზეზი და მისი სამომავლო გეგმები. მან ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის მაისში დაიკავა.

ორი დღით ადრე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რჩება მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გუნდში.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თუმცა, ბათუმის მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ადრე, მერების გადადგომის ტალღასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED), რომელმაც განაცხადა, რომ მოკლე პერიოდში არჩეული ჩინოვნიკების თანამდებობებიდან გადადგომა იწვევს ეჭვს და შეიძლება იგი „არაჯანსაღი პროცესის" შედეგი იყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ყოფილ ჩინოვნიკებს მოუწოდა საზოგადოებას საჯაროდ და ნათლად განუმარტონ გადადგომის მიზეზები.

16
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
თბილისის საქალაქო სასამართლო

რა ღირს დავით ცინარიძის თავისუფლება: საპატრულო პოლიციის ექს-უფროსს გირაო შეუფარდეს

30
(განახლებულია 12:53 15.07.2020)
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ოჯახური ძალადობა ედება ბრალად. გამოძიების ცნობით, იგი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მოკვლით დაემუქრა

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციამ ცინარიძე მიმდინარე წლის 28 აპრილს, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან, მას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, თან ერთხელ გაისროლა კიდეც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბრალდებულის ადვოკატის კახა ხვისტანის თქმით, ცინარიძის პატიმრობაში ყოფნის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. იგი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ.

დავით ცინარიძეს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2015 წელს ეკავა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

30
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ქართულის და ჰიპ-ჰოპის მიქსი

ქართულის და ჰიპ-ჰოპის მიქსი - ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა

0
(განახლებულია 13:47 15.07.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო. სადაც მოცეკვავეები ბექა და ნიკა ნოზაძეები ქართული ცეკვის ელემენტებს ჰიპ-ჰოპში ურევენ

ვიდეოს, რომელსაც ბლოგერი გურამ შეროზია უზიარებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს, კომენტარებში აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

0
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები