COVID-19-ის გამო კომპენსაციების მიმღებ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს

გამოწერა
მთავრობა ანალიზის საფუძველზე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს დახმარებას გაუწევს, მათ შორის StopCoV ფონდიდან

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. თვითდასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, შეიძლება გაიზარდოს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

დღეისათვის თვითდასაქმებულებს სახელმწიფოსგან 300-ლარიანი დახმარების მიღება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ იურიდიული პირის მიერ შევსებულ დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ.

თბილისური ეზო - Sputnik საქართველო
რამდენმა თვითდასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია სახელმწიფოსგან: მონაცემები

„კომპენსაციის მიმღებ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს იმ თვითდასაქმებულთა ხარჯზე, რომლებიც საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას ვერ შეძლებენ. მთავრობა ანალიზის საფუძველზე სოციალურ ჯგუფებს დახმარებას გაუწევს, მათ შორის StopCoV ფონდიდან“, - განაცხადა კაკაურიძემ.

StopCoV ფონდში, რომელიც კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლის მიზნით მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა, უკვე 134 მილიონი ლარი შეგროვდა. ამ თანხის აკუმულირება მოახერხეს ბიზნესმენებმა და ჩინოვნიკებმა, რომლებიც ფონდში თავისი ხელფასის მესამედს რიცხავენ.

19 ივნისის მონაცემებით, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაცია 144 674-მა ადამიანმა გაიარა.

იმ დროისათვის ერთჯერადი დახმარება ჩაერიცხა 84 564 თვითდასაქმებულს, რომლებმაც წარმოადგინეს ცნობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჯამში სახელმწიფომ 25,3 მილიონი ლარი გადარიცხა.

ყველა ახალი ამბავი
0