დიდუბის ბაზრის მოვაჭრეს კორონავირუსი დაუდასტურდა

© AP Photo / David Zalubowskiტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 911 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 768 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ქალი, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის  სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსი დაუდასტურდა, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებულ ბაზარში ვაჭრობდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნოვაკ ჯოკოვიჩი - Sputnik საქართველო
მსოფლიოს პირველ ჩოგანს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ორი პაციენტი სომხეთიდან დაბრუნებული სტუდენტია. მათ კორონავირუსი საკარანტინო ზონაში დაუდასტურდათ. მესამე ინფიცირებული კი, როგორც გაირკვა, ყარაჯალარში მყოფი ქალია.

63 წლის ქალმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოს მაღლი ტემპერატურით გუშინ საღამოს მიმართა, რის შემდეგაც PCR ტესტი ჩაუტარდა და ვირუსი დაუდგინდა. პაციენტი თელავიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ქალი რაიონში ორი დღის წინ შვილთან, შვილიშვილთან და სიძესთან ერთად რელიგიურ რიტუალზე დასასწრებად ჩავიდა. მისივე ინფორმაციით, ქალი თბილისის მცხოვრებია და დიდუბის ბაზარში მუშაობდა.

„რადგან ქალი თბილისში ცხოვრობს, კონტაქტები ყარაჯალართან არ იკვეთება. მოძიებულია სამი კონტაქტი, მათ უკვე აუღეს სინჯები და გადაყვანილი არიან საკარანტინო ზონაში. ქალი მუშაობს თბილისში, ეს ინფორმაცია გადაცემულია და იქ გააგრძელებენ ეპიდკვლევას. რაც შეეხება თელავის რაიონულ საავადმყოფოს, კლინიკაში მონიტორინგი მკაცრად ხორციელდება, ხომ არ მოხდა პირადი ჰიგიენის დარღვევა“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  სოფელ ყარაჯალარში დადასტურებული კოვიდინფიცირებულის წყაროს დადგენაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა.

„მიმდინარეობს კვლევა. სად მუშაობდა, ვისთან ჰქონდა კონტაქტი, როგორ იყო ყარაჯალაში ჩასული და ასე შემდეგ.  ეპიდემიოლოგები, სადაც საჭიროა, რამდენიმე პუნქტში მუშაობენ. ყველაფერი უკავშირდება პერსონალურ ინფორმაციას. მე რომ რამე გითხრათ პერსონალურ საკითხებთან მიმართებაში, ამას მოყვება პანიკა. ვიდრე არ გვეცოდინება დარწმუნებით, სად არის როგორ არის, ვერაფერს ვიტყვით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 911 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 768 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0