Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ჭაჭუამ 30 წლის იუბილეზე უზარმაზარი ტორტი თავად გამოიცხო – ვიდეო

© Facebook / Salome Chachuaსალომე ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ტელესივრცის მოკაშკაშე ვარსკვლავს 30 წელი შეუსრულდა. სალომე ჭაჭუა იუბილარია. ნახეთ, რამხელა ტორტი გამოაცხო ქორეოგრაფმა საკუთარი ხელით.

ტელეპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იუბილარია. სალომე ჭაჭუა დაბადების დღეს სახლში აღნიშნავს. მან ამის შესახებ „ფოლოვერებს“ ოფიციალური გვერდით ამცნო. მოქნილმა მოცეკვავემ პანდემიის პირობებში მოკრძალებული დაბადების დღე გადაიხადა. სალომე ჭაჭუას 30 წელი შეუსრულდა. თავის დაბადების დღეზე მან საკუთარი ხელით უზარმაზარი ტორტი გამოაცხო და მარწყვით გააფორმა, ამის ამსახველი ვიდეო კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე განათავსა, რომელზეც ფანების გამოხმაურებები და მილოცვები არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი სახლში დარჩენამ ჩაანაცვლა, სალომე თაყვანისმცემლების გაოცებას სახლიდანაც შეუდარებლად ახერხებს. საკმარისია მის გვერდზე გადახვიდეთ, ამაში თავად დარწმუნდებით.

View this post on Instagram

tu me quieres loco 👁 #salomechachua #georgian #makeuplooks

A post shared by Salome (@salome_chachuaa) on

სალომე ჭაჭუამ სტუდიიდან სახლში გადაინაცვლა. მისი ყოველდღიური ვარჯიში აღარც სავარჯიშო ცენტრში გრძელდება. ახლა სალომე სახლის პირობებში ცდილობს რუტინის გახალისებას და პარალელურად „ფოლოვერებიც“ არ ავიწყდება. ერთ-ერთმა უკანასკნელმა ვიდეომ სალომე ჭაჭუას გვერდზე მორიგი ბუმი გამოიწვია. მოცეკვავე ექსტრავაგანტული მოძრაობებით აოცებს თაყვანისმცემლებს. მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბოლო სეზონზე სალომე არ გამოჩენილა. მიზეზი ის აღმოჩნდა, რომ სალომე ბეირუთში ანალოგიურ შოუში მიიწვიეს. იქ ის ზაფხულიდან შემოდგომამდე დარჩა, პარალელურად კი პატარა მოსწავლეებს თბილისში აკითხავდა. ცეცხლოვანი და მიმზიდველი ქორეოგრაფი აღტაცებას იწვევს.

განსაკუთრებულად აღსანიშნავი მისი დუეტი მსახიობ გიორგი გილიგაშვილთან აღმოჩნდა. პირველივე შესრულებიდან მათ მიმართ განსხვავებული ყურადღება გამოიჩნეს. რა თქმა უნდა, მათი ერთობლივი სულის შემძვრელი ცეკვა სალომეს ახალი ურთიერთობის დაწყებას დაუკავშირეს. გიორგი გილიგაშვილი და სალომე ჭაჭუა საუკეთესო მეგობრები არიან. გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს.

სალომე ჭაჭუა სატელევიზიო სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი უჩვეულო ქორეოგრაფია ცეკვის მოყვარულების ყურადღებას იქცევს. მოცეკვავის სკოლაში უპრეცედენტო რაოდენობის მოსწავლეები დადიან. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, სალომეს მოსწავლეები ერთმანეთს ემეგობრებიან. აღსანიშნავია, რომ სალომეს ვიდეოებზე მისი მოსწავლეები სალომეს უცხოეთში ყოფნის დროს ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ და ახალ ილეთებს სწავლობენ. ახლა კი ონლაინ სწავლება გრძელდება, ვინაიდან სტუდიაში ხალხმრავლობა აკრძალულია. სალომე საკუთარი თავისა და მოსწავლეების ტონუსს არც ერთი დღე არ აგდებს – თავადაც და მისი მოსწავლეებიც მუდმივად ვარჯიშობენ.

ყველა ახალი ამბავი
0