„ხალხო, ეს კომენტარი მე არ მიმიცია“ – ფეხბურთელის უახლოესი მეგობარი განცხადებას ავრცელებს

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი, რომელმაც ის ცოცხალი ბოლომ ნახა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გუკა ამირხანაშვილი, რომელიც საბედისწერო ღამეს მასთან ერთად იმყოფებოდა, ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ ბიჭის ხმა, რომელიც საუბრობს, მისი არ არის.

გუკა ამირხანაშვილი, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მოწმეა, აცხადებს, რომ ეს კომენტარი მას ჟურნალისტისთვის არ მიუცია და მხოლოდ ესაუბრა ძველ მეგობარს, რაც ეთერში გავიდა როგორც ექსკლუზიური იტერვიუ.

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 19 წლის ფახბურთელის ცხედარი მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს. გიორგი შაქარაშვილის გვამს იმ ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიაგნეს, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვას გამოეხმაურა

„მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტში გარდაცვლილის მეგობარი გუკა ამირხანაშვილი, რომელიც ბოლო ადამიანი იყო, რომელთანაც გარდაცვლილ ახალგაზრდას კონტაქტი ჰქონდა, იხსენებს, რომ დაბადების დღეზე მისული ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს წვეულების დაწყებიდან მალევე დაუპირისპირდა, 10-ზე მეტი ადამიანი ნაცემი იყო.

წვეულების ჩაშლის შემდეგ სტუმრების ერთმა ჯგუფმა იუბილეს აღნიშვნა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იხსენებს, რომ დაბადების დღიდან წამოსულებს ქუჩაზე ორი მანქანა დაეწიათ. ორივეში იმ პირების ახლობლები ისხდნენ, ვისთანაც მათ მეგობრებს ჩხუბი მოუვიდათ.

დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით შაქარაშვილმა და გუკა ამირხანაშვილმა გაქცევა გადაწყვიტეს.

„მერე რომ გავიქეცით, შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, რომ ვერ დავეწიე და სხვა გზით მომიწია წასვლა. ამ დროს გადავვარდი ხევში, შაქარა ჩარბოდა ჩასახვევში და კიდევ ერთი ტიპი. მანდ ვნახე, რომ ჩარბოდა, მაგის მერე არ მინახავს“, – იხსენებს ამირხანაშვილი.

სამძებრო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
რა ვითარებაში დაიკარგა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი

ამ დროს ამირხანაშვილს შავი ფერის „ტოიოტა ქამრი” დაეწია და მანქანაში ჩასვეს, ხოლო გიორგი შაქარაშვილი მას აღარ უნახავს. არც შაქარაშვილი და არც ამირხანაშვილი ჩხუბში მონაწილეობას არ იღებდნენ და ორივე დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებული ორი ჯგუფიდან ერთი ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ, მეორე – საბურთალოზე მცხოვრებნი. 

მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე მისულ თანატოლებს შორის ჩხუბი ქუჩურ საუბარს მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში გადაიზარდა.

ინციდენტის მონაწილე პირების ნაწილი უკვე დაკითხულია. იყო თუ არა დაპირისპირებულ ახალგაზრდებს შორის შაქარაშვილი, ოფიციალურად უცნობია, ჯერჯერობით ერთი, ვინც ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, მოწმე ამირხანაშვილია.

მცხეთის პოლიციაში მიიყვანეს ვერცხლისფერი ავტომანქანა და დეტალურად შეისწავლეს მისი გადაადგილების ტრაექტორია. სათვალთვალო კამერებმა სწორედ ეს ავტომობილი დააფიქსირა ინციდენტიდან მალევე იმ ადგილზე, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი გაქრა.

Праздник Ломисоба - Sputnik საქართველო
ტრაგედია ლომისობაზე – მომლოცველი მამაკაცი გარდაიცვალა

ავტომანქანის მეპატრონის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაპირისპირებულ მხარეებთან კავშირი არ ჰქონია.

ჩხუბი თბილისთან ახლოს, სოფელ ნარეკვავში 18-19 ივნისის ღამეს მოხდა. სახლი დაბადების დღისთვის იუბილარმა თავად იქირავა და სამეგობრო შეკრიბა, თუმცა ერთმანეთისთვის უცნობ სტუმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო წვეულება მალევე ჩაიშალა. გამოკითხული ადამიანებიდან ყველა აცხადებს, რომ ჩხუბი სწორედ ნაქირავებ აგარაკზე დაიწყო და შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა.

19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო დაბადების დღის საბედისწერო წვეულებიდან >>>

მომხდარ ტრაგედიაზე განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა. ნინო ლომჯარია სამართალდამცველებს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენმა „მთავარ არხთან” ინტერვიუში პარალელი გაავლო ხორავას ქუჩაზე მოკლულ დათუნა სარალიძის საქმესთან.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი, აქვს თუ არა ახალგაზრდა სპორტსმენის ცხედარს სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები, რომლის შემდეგაც გაირკვევა – შაქარაშვილი მოკლეს თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლია.

ყველა ახალი ამბავი
0