ცოტნე გამსახურდია

„რობოტის საშუალებით გადაადგილდება“ ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ფოტოს აქვეყნებს

1815
(განახლებულია 16:22 23.06.2020)
ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წერს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ის ე.წ. რობოტის საშუალებით.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ინფორმაციას მისი მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ანა ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდია ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილით, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია – მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია. ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია და არც ლაპარაკობს.

ჯაბაური ამბობს, რომ მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია.

მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას რამდენიმე დღეში ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანენ.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული.

1815
ილია მეორე

ილია მეორე: საქართველო ღვთის მფარველობის ქვეშაა

10
(განახლებულია 17:11 13.07.2020)
ტრადიციულად, ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იკრიბებიან.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ჩაატარა და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. იგი საქართველოში ერთ–ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია და წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

სწვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი წესების თანახმად, ტაძრებში მრევლმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვას.

ამ დღესასწაულის აღსანიშნავად წმინდა ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები სვეტიცხოვლობის დღეს თავის მსვლელობას დაასრულებენ.

ტრადიციულად, ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იკრიბებიან, რომელიც თორმეტი მოციქულის პატივსაცემად იქნა აღებული.

პატრიარქის თქმით, საქართველო ღვთის მფარველობის ქვეშაა.

„ჩვენ, როდესაც ვფიქრობთ საკუთარ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, – განაცხადა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

მისი თქმით, ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა უნდა შესწიროს უფალს.

„წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორად, თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენს მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მე მგონი 32-ე შემთხვევაა. 33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით, ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსთვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას აშოროს და ყველას მოეხმაროს, ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი ", – განაცხადა პატრიარქმა.

მისი თქმით, იმ მორწმუნეებს, რომლებმაც წელს წმინდა ნინოს გზა მოილოცეს, სპეციალური დიპლომები გადაეცემათ.

10
თემები:
საეკლესიო კალენდარი
თბილისის აეროპორტი

ჩამოსვლა შეიძლება, მაგრამ ძვირი დაჯდება საქმიანი ვიზიტები საქართველოში

56
(განახლებულია 15:48 13.07.2020)
სამთავრობო ვებ–გვერდზე უკვე გამოჩნდა აპლიკაცია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის ყველა მსურველმა უნდა შეავსოს

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოში ჩამოსული უცხოელი ბიზნესმენებისთვის კარანტინი, ასევე ტესტირება კორონავირუსზე, რომელიც ყოველ 72 საათში ერთხელ უნდა გაიაროს, ფასიანი იქნება.

ამასთან უცხოელ ბიზნესმენებს არჩევნის საშუალება ექნებათ: ფასიანი ორკვირიანი კარანტინი სასტუმროში ან პერიოდული ტესტირება. ორივე შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდა მათ მოუწევთ.

სადღეღამისო რეკორდი: ჯანმო ინფიცირებულთა რაოდენობაზე განცხადებას ავრცელებს>>

მთავრობის ვებ–გვერდზე უკვე გამოჩნდა აპლიკაცია, რომელიც ყოველმა ჩამოსმვლელმა უნდა შეავსოს. დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზეა და 24 პუნქტისგან შედგება.

სავალდებულო შესავსებ კითხვებს შორისაა: იყავით თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული.

დოკუმენტის შევსების დროს პირმა, პირველ რიგში, უნდა მიუთითოს, არის ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი.

შემდეგ მოდის პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, დაბადების თარიღი, ასევე აუცილებელია პასპორტის ასლის ფაილის ჩატვირთვა.

ჩამომსვლელმა უნდა მიუთითოს ჩამოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის სავარაუდო თარიღი, ასევე ადგილი, სადაც ის საქართველოს საზღვარს გადაკვეთს.

ბიზნესმენმა ასევე უნდა მიუთითოს ორგანიზაციის დასახელება, რომლის მიწვევითაც ის ჩამოდის, და საკონტაქტო პირის ტელეფონი.

სავალდებულოა ასევე ვიზიტის მიზნისა და იმ უწყების მითითება, რომელიც გამგზავრების ნებართვას გასცემს.

დოკუმენტის ბოლოს მითიოთებულია ველი, სადაც ბიზნესმენმა საქართველოში ჩამოსვლის დროს თავად უნდა შეარჩიოს ან კარანტინი, ან პერიოდულად „პისიარ“–ტესტირება.

იქვე მითითებულია ტესტის ღირებულება – 250 ლარი.

ამჟამად საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვრები ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

საქართველოში ჩამოსვლის წინ ამ ქვეყნების მოქალაქეებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში გაჩერების ადგილი და საკონტაქტო მონაცემები.

საქართველო ამ ეტაპზე ასევე ქვეყანაში შემოსვლის ნებას რთავს კიდევ 113 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ეს ქვეყნებია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია ორკვირიანი კარანტინის გავლა საკუთარ ხარჯზე.

რამდენს დახარჯავს მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე>>

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში კარანტინში ყოფნა 14 დღით ძალაში რჩება, მაგრამ ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც საქართველო თავის საზღვრებს ხსნის, ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება და განახლდება.

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე საქართველომ უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, 18 მარტს დაკეტა. საერთაშორისო ვიზიტორების მიღება 1 ივლისიდან უნდა აღდენილიყო, მაგრამ საზღვრების გახსნა 1 აგვისტოსთვის გადაიდო.

ამავდროულად, თბილისდიან ევროპის ქალაქებში მთელი ივლისის განმავლობაში ჩარტერული რეისები სრულდება. რეისებზე ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის ვებ–გვერდებს უნდა ეწვიონ.

56
თემები:
COVID-19 საქართველოში