Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როდის განაახლებს მუშაობას დიდი ბრიტანეთის სავიზო ცენტრი თბილისში

© photo: Ministry of Foreign Affairs of Georgia / FBსაქართველოსა და დიდი ბრიტანეთის დროშები
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავიზო ცენტრში მისვლა წინასწარ იქნება დაგეგმილი. იქ მისულმა ადამიანებმა უსაფრთხოების დადგენილი წესები უნდა დაიცვან.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის სავიზო ცენტრი თბილისში მუშაობას 29 ივნისიდან განაახლებს, იუწყება გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში.

ცენტრის მუშაობის გრაფიკის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე:https://pos.tlscontact.com/tbs_en/index.php.

„თუ გსურთ ახალი სავიზო განაცხადის შევსება და განთავსება, ასევე ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა, შესაბამისი ონლაინ რესურსი უკვე ფუნქციონირებს. თუ თქვენ უკვე გაკეთებული გაქვთ სავიზო განაცხადი და პასუხს ელოდებით გაერთიანებული სამეფოს სავიზო და საიმიგრაციო სამსახურიდან, ცენტრის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ, რათა ცენტრში ვიზიტი დაგეგმოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

COVID-19 ბოლო 24 საათში: ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში და საქართველოს ადგილი>>

საელჩო აცხადებს, რომ ცენტრში მისვლისას, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა, მათ შორის ტემპერატურის გასინჯვა, პირბადით ყოფნა და სოციალური დისტანციის დაცვა.

საელჩო აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში შესვლისას 8 ივნისიდან ახალი წესები მოქმედებს, რომელთა გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე https://www.gov.uk/uk-border-control.

მსურველებს სრული ინფორმაციის, აუცილებელი წყაროების, სავიზო ანკეტებისა და ა.შ. მოძებნა შეუძლიათ თბილისში დიდი ბრიტანეთის სავიზო ცენტრის ვებ-გვერდზე https://pos.tlscontact.com/tbs_en/index.php.

ტაუერის ხიდი - Sputnik საქართველო
დიდ ბრიტანეთში გამგზავრების ახალი წესები ამოქმედდა - საელჩო წამსვლელებს აფრთხილებს

„აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო არ გასცემს დიდი ბრიტანეთის ვიზებს და არ იძლევა კონსულტაციებს ვიზებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთი სავიზო ცენტრი თბილისში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაიკეტა.

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 43 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაა 42 632; ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 1221-ით და 304 ათასზე მეტს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0