ქეთი ჟღენტი

მილიონერ თოშა ქებურიას ცოლ-შვილი კლინიკაში მოდელი ფოტოს აქვეყნებს

1479
(განახლებულია 17:15 22.06.2020)
მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლე და უფროსი შვილი – კატერინა კლინიკაში არიან. მოდელმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ფოტო გამოაქვეყნა.

მოდელი ქეთი ჟღენტი და მისი ბიზნესმენი მეუღლე თოშა ქებურია საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული წყვილია. მათ ორი შვილი ჰყავთ. მეორე შვილი მათ სექტემბერში შეეძინათ. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს.

View this post on Instagram

Isolation day 7🤪 P.S. Still in love🥰😂

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

თო­შას და ქე­თის მანამდე, 2018 წელს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია. ქეთი ჟღენტს აქ­ტი­უ­რი ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და და ის ზა­ფხულ­ში საფ­რან­გეთ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და. ცოტა ხნის წინ ქეთიმ კლინიკიდან ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, მან უფროსი გოგონა გეგმურ აცრაზე მიიყვანა.

View this post on Instagram

My vanilla cupcake🧁

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც. „თო­შამ ჩემს მშობ­ლებ­თან ითხო­ვა, რომ დავ­ნიშ­ნუ­ლი­ყა­ვით და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რეთ კან­ში, თო­შას მშობ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ 18 აგ­ვის­ტოს ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე მთხო­ვა ხელი, ეს იყო საყ­ვა­რე­ლი სიურპრი­ზი, თო­შამ მთხო­ვა ცაში ამე­ხე­და, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რი­ნავ­და სი­ტყვე­ბით Katie, marry me, გვერ­დით კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იმა­ლე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ჩემი თან­ხმო­ბის შემ­დეგ გა­მოც­ვივ­დნენ და ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა“, – იხ­სე­ნებს ქეთი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­დეგ წყვილ­მა პა­რიზ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი შე­ი­ძი­ნა და ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.

1479
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1904)
კოღო

შეიძლება თუ არა კოღო კორონავირუსის გადამტანი გახდეს? - იმნაძის პასუხი

102
სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღო, რომელიც ინფიცირებულს უკბენს, შეიძლება ინფექციის გადამტანი გახდეს

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. კოღო კორონავირუსული ინფექციის გადამტანი არ არის, ასე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღოები, რომლებიც ინფიცირებულს უკბენენ, შეიძლება კორონავირუსული ინფექციის გადამტანები გახდნენ. ეს ვარაუდი იმნაძემ უარყო.

„არა, დამშვიდდით, რადგან ეს წვეთოვანი ინფექციაა. გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინფექცია ჰაერითაც გადადის, ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას ვაქცინის ეფექტურობაზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ისგან იმუნიტეტი არ გამომუშავდება.

„აქ საუბარია ანტისხეულების ტიტრზე, არსებობს მონაცემები, რომ ეს ანტისხეულები შეიძლება გაქრეს ორ-სამ თვეში, მაგრამ ესაა იმუნიტეტი არა მხოლოდ ანტისხეულებზე, ესაა იმუნიტეტი ე.წ. Т-ლიმფოციტების მეხსიერებაზე, როდესაც ორგანიზმი კვლავ ხვდება იმავე ანტიგენს და Т-ლიმფოციტები გამოიმუშავებენ ამ შემთხვევაში ანტისხეულებს. ამ საკითხზე ახლა დიდი კვლევა ტარდება, რამდენად არის ეს Т-ლიმფოციტების მეხსიერებაში. ასე რომ, ეს საკითხები არ არის უიმედო და ვაქცინამ შეიძლება კარგად იმოქმედოს“, - აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 995 შეადგინა. გამოჯანმრთელებული კვლავ 857 ადამიანია. პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, 31 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის, 28 სამხედრო მოსამსახურე, სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდანაა ჩამოყვანილი. კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, სტაციონარებში - 219.

102
თემები:
COVID-19 საქართველოში
კალიასთან ბრძოლა

საქართველოს რეგიონებში კალიასთან ბრძოლა გრძელდება

48
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაამუშავა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში 38 ათასი ჰექტარი ფართობი

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. საქართველოში კალიების გავრცელების არეალი წელს ბევრად ფართოა, ვიდრე შარშან. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ნიკა მესხმა განაცხადა.

მესხის სიტყვებით, კალიების გავრცელებას ხელი შეუწყო გლობალურმა დათბობამ. ახლა მავნებელთან ბრძოლაში სპეცტექნიკა მონაწილეობს.

ბოლო მონაცემებით, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დამუშავებულია 38 ათასი ჰექტარი ფართობი.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება.

იტალიური კალია Acrididae-ს ოჯახს ეკუთვნის. მწერის გავრცელების დიაპაზონი ვრცელდება ჩრდილოეთ აფრიკიდან და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან ცენტრალური ევროპის, ცენტრალური აზიის, მონღოლეთისა და დასავლეთ ციმბირის ტერიტორიებამდე. კალია ივლისიდან ოქტომბრამდე მშრალ, თბილ ადგილებში ბინადრობს, ირჩევს მინდვრებსა და ქვიან სტეპებს, კარიერებს, ქვიშის დიუნებს. აზიანებს ბაღჩეულს, კარტოფილს, მარცვლოვან კულტურებსა და სხვ.

48
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 14 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:37 13.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

14 ივლისი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

ესაა პროვოკაციებისა და ცდუნებების, ასევე მონანიების, პატიების დღე. ძალიან დიდ სარგებელს მოიტანს ამ დღეს სახლის საფუძვლიანი დალაგება, გაწმენდა, ზედმეტი ნივთების გადაყრა.

არასასურველი დღეა ურთიერთობებისთვის.

რეკომენდებულია: მარტივი საკითხების გადაჭრა, ადრე დაწყებულის დასრულება, აზრის მარტივად, მინიშნებების გარეშე გამოთქმა და საერთოდ, სჯობს ნაკლები ლაპარაკი და ურთიერთობები, შინაგანი სიმშვიდისა და წონასწორობის გამოხატვა, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის შორს დაჭერა, სიმტკიცის გამოჩენა.

არარეკომენდებულია: ბიზნესის საქმეები, რამე მნიშვნელოვანის გაკეთება, მოლაპარაკებები, საკუთარი აზრებისა და იდეების გაზიარება.

მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დღეა. სჯობს, შორ გზას არ დაადგეთ.

კუროს ნიშანი სიყვარულისთვის კარგი დროა. ამ დღეს ქალები განსაკუთრებით მომხიბლავი ხდებიან. ამ დღეს დაწყებული რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გასტანს და სტაბილური იქნება.

თმის შეჭრა, შეღებვა: კუროს დღეები კარგია სალონში ვიზიტისთვის. თმა კარგად გაიზრდება და გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა.

არახელსაყრელი დღეა ნიღბების გასაკეთებლად.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ნაყოფიერი ნიშანია. დასაშვებია მცენარეების დარგვა–გადარგვა, ფორმის მიცემა, მავნებლებთან (მღრღნელებთან) ბრძოლა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

უნდა შეზღუდოთ ნიადაგის დატენიანებისა და სასუქის მიცემის სამუშაოები. შეიძლება სარეველებისგან გაწმენდის „არააგრესიული“ სამუშაოები.

0