Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დიდ სიყვარულს ვგრძნობ ზურასგან, არ ვიცი ვეცოდები, თუ...“ – ხათუნა ჟორდანია დუმილს არღვევს

© courtesy of Assa Hallხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე 21 წელია ერთად არიან. წყვილი ხმაურიანად დაქორწინდა და, როგორც ხათუნა ამბობს, მათ ცხოვრებაში მძიმე პერიოდები არაერთხელ იყო.

ცნობილი მომღერლის ზურა ხაჩიძის მეუღლე ხათუნა ჟორდანია ამბობს, რომ მათ ქორწინებაში ბევრჯერ იყო მძიმე პერიოდი და ურთიერთობაც დაშლის პირას, თუმცა შეძლეს გადარჩენა.

„ახლა ჩემი ავადმყოფობით კიდევ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში და ძალიან დიდ, მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ. ახლა არ ვიცი, ვეცოდები, თუ მართლა ასე არის“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.

წყვილი უკვე 21 წელია, რაც ერთადაა. ხათუნას თქმით, ზურამ ბევრი რამ ასწავლა. უფრო მშვიდი და დაფიქრებული გახადა. „ვერ იტანს სიურპრიზებს. ადრე, როცა სიურპრიზებს ვუწყობდი, ისეთი სახე ჰქონდა ხოლმე, ვფიქრობდი, რომ არ გაუხარდა, თუმცა მერე მიხსნიდა, რომ სხვანაირი ადამიანია“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.

ხათუნა ჟორდანიას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ნინი ქარსელაძე ჰყავს. მის გარდა ზურა ხაჩიძეს და ხათუნა ჟორდანიას საერთო გოგონა – ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის.

ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაუტარდა.

ყველა ახალი ამბავი
0