ბათუმი

ლეღვის ნახარში: ლამაზი რუჯის ნაცვლად დამწვრობის ცენტრში!

117
(განახლებულია 19:46 19.06.2020)
მიუხედავად არაერთი წარუმატებელი მცდელობისა, ქართველი გოგონები რუჯის მისაღებად ლეღვის ფოთლების ნახარშს მაინც იყენებენ

თბილისი, 19 ივნისი - Sputnik.  მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ლეღვის ფოთლების ნახარშით კიდევ ერთმა ადამიანმა  მიიღო დამწვრობა, იუწყება ქართული მედია დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ  გუგა ქაშიბაძეზე  დაყრდნობით. 

ქაშიბაძის ინფორმაციით, მოქალაქე აღნიშნული ნახარშის გამოყენებით რუჯის მიღებას  ცდილობდა. შემთხვევა ერთ–ერთ რეგიონში მოხდა.

მისი განცხადებით,  ბოლო 2 კვირის განმავლობაში თბილისის დამწვრობის ცენტრში ლეღვის ფოთლების ნახარშის დამწვრობით 15 ადამიანია  მოთავსებული.

საქართველოში მსგავსი მეთოდით მზის აბაზანის მიღების პრაქტიკა 2011 წლიდან გახდა „პოპულარული". აღსანიშნავია, რომ თითოეული შემთხვევა ჰოსპიტალიზებით სრულდებოდა და მედიით ვრცელდებოდა.

საყურადღებოა, რომ ქართველი ქალბატონები საკუთარ რეცეპტებს იგონებენ ლამაზი რუჯის მისაღებად, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათ გამოყენებას ხშირ შემთხვევაში მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მოაქვს შედეგად.

117
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1539)
გორის სამხედრო ჰოსპიტალი

ქართველ სამხედროებს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდა

6
(განახლებულია 10:52 10.07.2020)
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც როტაციის შედეგად ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან, ორკვირიან კარანტინში განთავსდებიან

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ავღანეთიდან თბილისში სპეცრეისით 28 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ჩამოიყვანს. მათ კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ მონაწილეობდნენ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით გამოიყვანეს. ბორტზე მაათან ერთად იმყოფებოდა ბუნდესვერის მედპერსონალი.

„სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში გამოფრენამდე ინფიცირებულები სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს. შესაბამისა, მისიაში მონაწილე სხვა ქართველ ჯარისკაცებს ინფიცირების საფრთხე არ ემუქრება.

ინფიცირებული სამხედროები მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობენ. რაც შეეხება დანარჩენ სამხედროებს, ისინი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარი-შარიფში არიან დისლოცირებული.

6
თემები:
COVID-19 საქართველოში
რთველი კახეთში

გარანტიები მევენახეებისთვის, ანუ სოლიდარობა სუბსიდირების სახით

16
(განახლებულია 09:36 10.07.2020)
სახელმწიფო ქართველ მევენახეებს 60 მლნ ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოუყოფს და თუ საჭირო გახდება, ყურძნის შესყიდვაშიც ჩაერთვება

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ქართველი მევენახეებისთვის შეიქმნა გარანტიები, რომ მათი საქმიანობა დაფასდეს და მათ შეძლონ 2020 წლის სეზონის ნაკლებად მძიმედ გადატანა, განაცხადა ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერმა მევენახეებს მიმართა - სახელმწიფო არ დაგივიწყებთ>>

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალდება. საქართველოდან ღვინის მიწოდება ბოლო წლებში პირველად შემცირდა: „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ღვინის ექსპორტი 11,3%–ით დაეცა.

მინისტრის განცხადებით, მსხვილი კომპანიები, რომლებიც ერთ ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ გადამუშავებას შეძლებენ, სახელმწიფოსგან ერთ კილოგრამზე 30 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ, თუ მათი ფასი მინიმუმ 80 თეთრი იქნება. სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამუშაო პროცესს, რათა მევენახეებმა და ფერმერებმა რიგებისა და პრობლემების გარეშე ჩააბარონ თავიანთი პროდუქცია.

„ის, რომ ჩვენ ასეთი გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე-ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა, რადგან ეს არის ქართველი გადასახადების გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხები. ანუ ეს არის სოლიდარობა მევენახე-ფერმერებისთვის, რათა მათი საქმიანობა წელს დაფასდეს და 2020-ის სეზონი ნაკლებად მძიმედ გაიარონ“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს.

პრემიერის თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ყურძნის მოსავლის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება.

გასულ წელს საქართველოში 271 ტონა ყურძენი მოიკრიფა.

16
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა