ჯომარდობა

ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება დასაშვები გახდა

76
(განახლებულია 19:44 19.06.2020)
გარდა სემინარებისა და ტრენინგებისა, დასაშვები გახდა ღია ცის ქვეშ ყველა სათავგადასავლო აქტივობის ჩატარება.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება დასაშვები ხდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. უწყების ცნობით, ყველა აქტივობა ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ჩატარდეს.

ამასთან ერთად, დასაშვები ხდება ღია ცის ქვეშ ყველა სათავგადასავლო აქტივობის ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყლოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აქამდე ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება აკრძალული იყო და მხოლოდ დისტანციური ღონისძიებები იყო ნებადართული.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 741 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

შიდა ტურიზმის დაშვების კვალდაკვალ: 20 ივნისიდან მუზეუმ-ნაკრძალები იხსნება>>

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ - 256 პირი.

76
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 10 ივლისს

7
(განახლებულია 08:24 10.07.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და შინდისის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, სოფელი ახალდაბას, აბაშიძის, რიგის, თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ღვინის ჩიხის, კოტე აბხაზის, ლესელიძის, ტყავის, იერუსალიმის, გრიგოლ ხანძთელის, თუმანიანის, თორეთის და აბოვიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აბხაზის, დიუმას, პუშკინის და კალისტრატე ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ჩოლოყაშვილის I კვატრტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, არტურ ლაისტის და მეგობრობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, სამგორის დასახლების, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კარალეთის, ბოხუას, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

7
თემები:
თბილისი დღეს
ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

38
(განახლებულია 09:56 10.07.2020)
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 973-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

38
თემები:
COVID-19 საქართველოში