ანანო სახელაშვილი

„ტირილი მოვრთე ამ შუაღამისას... როგორც იქნა მეღირსა“ პოპულარული წყვილი ქორწინდება?

3619
(განახლებულია 20:21 19.06.2020)
მოდელმა და ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ირგებს ნიშნობის ბეჭედს. ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს.

ტელეწამყვანი და მოდელი ანანო სახელაშვილი და ფეხბურთელი ზვიად ლობჟანიძე საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული წყვილია. ისინი ხშირად ერთად მონაწილეობენ სარეკლამო რგოლებშიც. რამდენჯერმე საქორწინო სამოსიც მოირგეს და ბევრი მილოცვაც მიიღეს, თუმცა წყვილი ჯერ დაქორწინებული არ არის.

View this post on Instagram

როგორც იქნა მეღირსა ! ❤️💍

A post shared by Anano Sakhelashvili (@anano_sakhelashvili) on

ანანო დროდადრო სოციალური ქსელის მომხმარებლებს ეხუმრება და სახალისო ვიდეოებსა და ფოტოებს დებს, თუ როგორ სთხოვეს ხელი. ამ მიზანს ემსახურებოდა ბოლო ვიდეოც, რომელიც მოდელმა „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა და სათაურად „როგორც იქნა მეღირსა“ დაურთო. სანამ მისი „ფოლოვერები“ მიხვდებოდნენ, რომ მოდელმა უბრალოდ იხუმრა, ბევრი მილოცვის შემდეგ უკვე გაკვირვებული კომენტარები დაიწერა.

„გეპატიება ეხლა ესეთი ხუმრობა. დავიხოცე ადამიანი შევყარე მეზობლები გული ამიჩუყდა ისე გბალეშიკობთ. ტირილი მოვრთე ამშუაღამეს ემოციებისგან“, „მოირჩინა მენისკი?“, „მეგონა უკვე დაქორწინებულები იყავით“ – უწერენ მოდელს კომენტარებში.

View this post on Instagram

Snow mountains 🏔 #georgia#kazbegi#love

A post shared by Anano Sakhelashvili (@anano_sakhelashvili) on

ანანო უკვე რა ხანია, რაც საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერნეტ-სივრცეში და მისი პირადი ცხოვრებაც ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს. წყვილს 12 მაისს ურთიერთობის 5 წელი შეუსრულდა რაც ერთად არიან. სწორედ ერთად ყოფნის იუბილეს ეძღვნებოდა ბოლო ფოტოსესია, რომელმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, თუმცა შეყვარებულებმა აღნიშნეს, რომ საქორწინო სამოსი მხოლოდ გადაღებისთვის მოირგეს.

3619
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1902)
საავადმყოფო ბათუმში

კორონავირუსით დაავადებულ თურქეთის მოქალაქეს ბათუმიდან სამშობლოში დააბრუნებენ

62
პაციენტმა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია, გამოთქვა სურვილი მკურნალობა სამშობლოში გააგრძელოს

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, სამშობლოში დააბრუნებენ.

შუახნის მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ის ბათუმის „ცხელების ცენტრში“ მიიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პაციენტმა თავად გამოთქვა სურვილი მკურნალობა სამშობლოში გააგრძელოს.

საქართველოში კორონავირუსი 986 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 857 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კარანტინის ზონებში 5001 ადამიანი რჩება, სტაციონარებში - 219.

62
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

კუნძული მსოფლიოს Covid-რუკაზე: ავსტრიული გამოცემა საქართველოს ბრძოლაზე წერს

109
საქართველომ დაამტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდარია, წერს გამოცემა

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა – ORF Nachrichten სტატიას აქვეყნებს საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის შესახებ.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელიც „მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებით გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა“.

„ქვეყანა 3,7 მილიონი მოსახლეობით მდებარეობს თურქეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ასევე ესაზღვრება სომხეთსა და აზერბაიჯანს. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე თურქეთში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მოსახლეობაში ზოგჯერ ათჯერ მაღალია“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული მოქმედებების შედეგად საქართველომ ყურადღება მიიპყრო რამდენიმე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის და ანალიტიკური ცენტრის (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრების), რომლებიც ზედმიწევნით სწავლობდნენ საქართველოს მაგალითს.

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) Covid-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდარია“, – ნათქვამია სტატიაში.

მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტური ნაბიჯების გარდა, ე.წ. სამმა მუშკეტერმა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მისმა მოადგილემ პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, სტატიაში ნათქვამია, რომ მკაცრად კონტროლდებოდა შეზღუდვების დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი ცალკეულ პირებს, ასევე კომპანიებს დიდი ოდენობის ჯარიმები დაეკისრა.

ამავე კონტექსტში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის მოსაწონი არ იყო მოსახლეობისთვის, თუმცა მისი დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა. სტატიაში აგრეთვე ნახსენებია „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია”, რომელიც აგრძელებდა ღვთისმსახურებას.

საქართველო სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს >>

სტატიის დასასრულს ავტორი უამბობს მკითხველს, რომ საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის საჰაერო საზღვრების გახსნას აპირებდა, თუმცა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ამ თარიღმა ივლისის ბოლოსთვის გადაიწია.

109
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
მთის მდინარე

მესტიაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა: მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები

30
მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა მდინარიდან მანქანის ამოტანა შეძლეს, თუმცა მანქანის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე, მულახის თემის ტერიტორიაზე მდინარე მულხურაში Mitsubishi Delica-ს მარკის ავტომობილი გადავარდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა მდინარიდან მანქანის ამოტანა შეძლეს, თუმცა მანქანის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ.

ნიკა ლატარია

30
თემები:
შემთხვევები საქართველოში