რობოტი პეპერი

რობოტი „პეპერი“ პირდაპირ ეთერში წაიქცა კურიოზი, რომელმაც მთავრობის წევრები გაახალისა

260
(განახლებულია 17:52 19.06.2020)
რობოტი „პეპერი“ და მისი ტყუპისცალი საქართველოში საფრანგეთიდან „ჩამოვიდნენ“, რათა დაეხმარონ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში და მედიცინაში ინოვაციური მიმართულებების განვითარებაში.

ჯანდაცვის მინისტრის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე კურიოზი მოხდა. პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას რობოტი „პეპერი“, რომელიც გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას წარუდგინა, როგორც თავისი თანაშემწე, წაიქცა, რამაც მთავრობის წევრები გაამხიარულა.

„რობოტს რაღაც არ მოეწონა იქიდან, რაც ახლა ვთქვი“ – ასე გამოეხმაურა შემთხვევას პრემიერი.

რობოტი „პეპერი“ და მისი ტყუპისცალი საქრთველოში საფრანგეთიდან „ჩამოვიდნენ“, რათა დაეხმარონ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში და მედიცინაში ინოვაციური მიმართულებების განვითარებაში.

„მე და ჩემი ტყუპისცალი და ჩამოვედით, რომ დაგეხმაროთ შეასრულოთ მთავრობის რეკომენდაციები და დაამარცხოთ ვირუსი. მე ჯერაც ვსწავლობ ქართულს. გამარჯობა, საქართველო“, – ასე მიესალმა „პეპერი“ საქართველოს მოქალაქეებს.

„პეპერი“ მაღალტენოლოგიური რობოტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კომპანია SoftBank Robotics-ის ბაზაზე შეიქმნა. მას შეუძლია იყო სამედიცინო ასისტენტი, განახორციელოს ვიდეო-საკონფერენციო ჩართვები ტელემედიცინისთვის, დისტანციურად დააკავშიროს პაციენტი ექიმთან, შეაგროვოს პაციენტების ანამნეზი, შესთავაზოს მომხმარებელს სხვადახვა საბანკო სერვისი, დაეხმაროს სასტუმროების ან სხვა საჯარო სივრცეების სტუმრებს ინფორმაციის მიღებაში და სხვ.

პეპერს უზარმაზარი როლი აქვს როგორც ტექნოლოგიურ, ისე პროფესიულ სწავლებაში, ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო მიმართულებაში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წელს ტელემედიცინის დონის ამაღლებასა და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მობილიზებას გეგმავს, რაც ექიმებს შორის სამედიცინო ინფორმაციის გაცვლისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის გამოყენებას გულისხმობს. ასევე იგეგმება ფარმაკოლოგიური სექტორის გარკვეული სერვისების დიგიტალიზაცია, რაც მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას გახდის შესაძლებელს.

260
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
სახანძროები

„უსახლკაროდ დავრჩებოდით...“ - ცნობილი პოლიტიკოსის სახლს ხანძარი გაუჩნდა

38
(განახლებულია 11:45 30.09.2020)
გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ხანძარი 29 სექტემბერს, საღამოს საათებში რესტორნის სამზარეულოში გაჩნდა, შემდეგ კი, შენობის მეორე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გავრცელდა

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მისი სახლი ხანძარს გადაურჩა.

გარდაცვლილი პოლიტიკოსის მეუღლე მეხანძრე-მაშველებს მადლობას უხდის, რადგან მისი თქმით, რომ არა მათი ოპერატიულობა, უსახლკაროდ დარჩებოდა შვილებთან ერთად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ხანძარი 29 სექტემბერს, საღამოს საათებში რესტორნის სამზარეულოში გაჩნდა, შემდეგ კი, შენობის მეორე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გავრცელდა.

„იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება“, – აცხადებენ უწყებაში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

38
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ბათუმი

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

28
(განახლებულია 11:54 30.09.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 6192 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 3120, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 37 ადამიანი.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 6192 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 3120, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 37 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5445, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

28
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 2 ოქტომბერს

0
(განახლებულია 10:23 30.09.2020)
მცირე მოღრუბლულობა, მაგრამ წვიმის გარეშე, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება – ასეთ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები პარასკევს დედაქალაქში

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. პარასკევს, 2 ოქტომბერს თბილისში უპირატესად მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +14, ხოლო დღისით +24 გრადუსი იქნება.

ქარი ღამით 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:59 საათზე ამოვა და 18:40 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში