კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში – ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ–ერთი ინფიცირებული უკვე დაავადებული ადამიანის კონტაქტია, ხოლო მეორე შემთხვევა კვლავ იმპორტირებულია.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, ხოლო მეორე – იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს. მისი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც საშუალო სიმძიმის. ექიმები დაავადების პროგრესირებას არ ელოდებიან, რადგან მას მცირე კლინიკური ნიშნები აღენიშნება.

სასწრაფო დახმარება ყაზახეთში - Sputnik საქართველო
საქართველოს ელჩს ყაზახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 21 პაციენტი მკურნალობს. სულ საქართველოს კოვიდ-ცენტრებში 140 პაციენტია.

საქართველოში, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი 895 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელებულია 741 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2855, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 264 პაციენტია. კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0