მაკა ზამბახიძე

დიდი ზომის კაბები და მომატებული კილოგრამები მაკა ზამბახიძე ორსულობას მალავს?

494
(განახლებულია 22:23 18.06.2020)
მომღერალი მაკა ზამბახიძე რამდენიმე თვეა ყურადღების ცენტრშია. ის სოციალურ ქსელში ძველებურად აღარ აქტიურობს. ფანებს მისმა უახლესმა სურათებმა ეჭვები გაუჩინა – მომღერალი ორსულადაა?

მაკა ზამბახიძემ და მიხეილ ჩოხელმა გასაიდუმლოებული ურთიერთობა თებერვლის თვეში გაამჟღავნეს. ცნობილი მომღერალი მესამედ დაოჯახდა. მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. მაგრამ ეს სასცენო წყვილი მოგვიანებით დაიშალა. დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ.

ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლეც მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ ვის ჰგავს სალომე ნიჭით. ის მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც წარმატებით ფლობს. გოგონა კახა მამულაშვილის მიერ შექმნილ ბენდ „ნონ-სტოპში“ დედასთან ერთად მღერის. მაკას და სალომეს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა, როგორც მაკა აღნიშნავს, ის მამინაცვალთან უფრო მეგობრობს.

 

კორონავირუსის გამო მაკა და მისი რჩეული მამაკაცი სოფელში გაემგზავრნენ. მაკას სოციალური ქსელის პოსტები სწორედ მდელოს, ფერმასა და მიწაზე საქმიანობას უკავშირდება. უკანასკნელი უახლესი სურათებიც ყვავილების ფონზეა გადაღებული. ზამბახიძეს დიდი ზომის სამოსი ამშვენებს, ხოლო მის მომატებულ კილოგრამებს მარტივად შეამჩნევთ. ფანებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მაკა ფეხმძიმობას მალავს. ამის შესახებ ჯერჯერობით მომღერალს კომენტარი არ გაუკეთებია.

View this post on Instagram

#სულჩემები 🐣photo by @mikheilchokheli7

A post shared by maka zambakhidze (@maka.zambakhidze) on

მაკა ზამბახიძის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენია – 30 წლის ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი. მაკა ზამბახიძეზე 7 წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დედის გაბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

View this post on Instagram

#8march 💚photo by @mariami_art

A post shared by maka zambakhidze (@maka.zambakhidze) on

გარდა ამისა, მიხეილი მაკას მეგობრებთანაც ახლობლობს. წყვილმა ჯვარი ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში დაიწერა, ხოლო ქორწილი მცხეთის „მარანი ჰოლში“ გადაიხადა. სადღესასწაულო წვეულებას ნეფე-პატარძლის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მეგობრები ესწრებოდნენ.

494
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1902)
ამირან გამყრელიძე

COVID-19 საქართველოში: ყველა ახალი შემთხვევა შემოტანილია

176
(განახლებულია 15:22 12.07.2020)
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირებულ პირებს შორის ხშირად არიან ტრაილერების მძღოლები, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ხუთივე პაციენტი კარანტინში იმყოფებოდა. ზოგიერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, რამდენიმეს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

„ამჯერად ახალ შემთხვევებს შორის არც ერთი არ არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განმარტა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, მისი თქმით, განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„გვაქვს ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები. უმრავლესობა არის იმპორტირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხშირად ინფიცირებულები არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც გადაზიდვებს ახორციელებენ “ , – აღნიშნა გამყრელიძემ.

ბრძოლა კორონავირუსთან: საქართველოს მოქალაქეები მთავრობის მუშაობით კმაყოფილები არიან >>

12 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 986-მდე გაიზარდა.

 

176
თემები:
COVID-19 საქართველოში
ტყე

მოსახლეობისთვის ხე-ტყის რესურსებით სარგებლობის წესი იცვლება

117
ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, კახეთის რეგიონში მოსახელობას შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.

ტყის ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყით სარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება.

„ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე უკანონო ჭრების რისკები.

117
დაკავება

ზუგდიდში „ტყის ძმების“ ლიდერის შვილი ნარკოდანაშაულზე დააკავეს

0
დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა”. ასევე ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერის დათო შენგელიას შვილის, 38 წლის დადუ შენგელიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

სპეცოპერაცია ზუგდიდში დღეს რამდენიმე საათს მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შენგელია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა” ამოიღეს.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში