მტირალი კაცი

„ახლა უნდა გამისწოროო...“ ვინ არის ბიჭი, რომელიც პოლიციელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

385
(განახლებულია 15:58 18.06.2020)
ქართული ტელესივრცისთვის უჩვეულო განცხადება გააკეთა ბიჭმა, რომელმაც ვინაობის და სახის დამალვის გარეშე პოლიციელი მის გაუპატიურებაში ღიად ამხილა. ნახეთ, რა დეტალებს იხსენებს მსხვერპლი.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ძალადობის მსხვერპლი გიორგი პასკონოვი აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა აირი დარსალიამ, რომელიც მისი ძმის საქმეს იძიებდა, მასზე სექსუალურად იძალადა.

პასკონოვი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ჰყვება, რომ მას პოლიციელი დაუკავშირდა და სთხოვა ნომერი, რათა დაკავშირებოდა და მისი ძმის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა. პასკონოვის ძმას მასზე ძალადობა ედებოდა ბრალად.

დარსალიამ ბიჭი პოლიციის შენობაში დაიბარა. თუმცა, როცა ის განყოფილებაში მიდიოდა, მოძალადე დაუკავშირდა და სამარშრუტო ტაქსიდან დაუსახლებელ ადგილზე ჩამოსვლა სთხოვა, რათა თავად წაეყვანა პოლიციაში. სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, როგორც დაზარალებული იხსენებს, პოლიციელმა იარაღის დემონსტრირებით და მუქარით ტყეში წაიყვანა და გააუპატიურა.

„თავის კონტროლი ძალიან უჭირდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და მითხრა, რომ შენ მე ახლა უნდა გამისწორო და ჩემთან უნდა გქონდეს სექსიო. ამან ძალიან შემაშინა. იარაღს იყენებდა სისტემატიურად, მირტყამდა“, – ჰყვება გიორგი პასკონოვი.

გიორგის ისტორია ამით არ დასრულებულა. გაუპატიურების შემდეგ ბიჭი პოლიციაში მივიდა და, როგორც თავად ამბობს, სამართალდამცველებმა სამხილების განადგურება დაიწყეს. პროტესტის ნიშნად სასოწარკვეთილმა ბიჭმა პროკურატურის ეზოში თვითმკვლელობაც სცადა.

საქმეში სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა მოძალადე დაეპატიმრებინა. პოლიციელმა დაკავების შემდეგ ძალადობა აღიარა და საპროცესო შეთანხმებას ითხოვდა. მოძალადეს 6 წელი მიუსაჯეს.

გიორგი პასკონოვის თქმით, მოძალადეს ბევრად მეტი ეკუთვნოდა და მას მხოლოდ 6 წელი მიუსაჯეს, რადგან მას მთავრობაში მფარველობენ.

385
წყალდიდობა ფოთში

კოკისპირული წვიმის გამო ფოთის ქუჩები დაიტბორა

0
(განახლებულია 11:44 10.07.2020)
ქუჩაში გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომობილებს. პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის ყველა სამსახურია მობილიზებული

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ფოთში ძლიერი წვიმის გამო ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, იუწყება პირველი არხი.

ქუჩებში გადაადგილება რთული გახდა როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე მსუბუქი ავტომობილებისთვის. ამასთან, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოებიც.

ფოთის მერიის პრეს–სამსახურის განცხადებით, სატუმბები გამართულად მუშაობს და დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა სამსახურია მობილიზებული.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ამ პრობლემას აწყდებიან.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში
გორის სამხედრო ჰოსპიტალი

ქართველ სამხედროებს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდა

35
(განახლებულია 11:13 10.07.2020)
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც როტაციის შედეგად ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან, ორკვირიან კარანტინში განთავსდებიან

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ავღანეთიდან თბილისში სპეცრეისით 28 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ჩამოიყვანს. მათ კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ მონაწილეობდნენ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით გამოიყვანეს. ბორტზე მათთან ერთად იმყოფებოდა ბუნდესვერის მედპერსონალი.

„სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში გამოფრენამდე ინფიცირებულები სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს. შესაბამისა, მისიაში მონაწილე სხვა ქართველ ჯარისკაცებს ინფიცირების საფრთხე არ ემუქრება.

ინფიცირებული სამხედროები მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობენ. რაც შეეხება დანარჩენ სამხედროებს, ისინი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარი-შარიფში არიან დისლოცირებული.

35
თემები:
COVID-19 საქართველოში