COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

© AP Photo / Pool / Simon Dawsonტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 893 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 739 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 893 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 739 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0