კახა მამულაშვილი

„მამულიჩამ რეჟისორი დაკბინა“ ლელა წურწუმია შოკის მომგვრელ ვიდეოს აქვეყნებს

2503
(განახლებულია 20:25 17.06.2020)
ბათუმში გამგზავრებული პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მეუღლე კახა მამულაშვილი ახალ კლიპს იღებენ. გადაღების პროცესში მამულიჩამ კლიპის რეჟისორს უკბინა.

უხერხული მომენტი მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარი მობილურით აღბეჭდა და Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ როგორ კბენს ლოყაზე კახა მამულაშვილი კლიპის რეჟისორს. რეჟისორმაც არ დააყოვნა და ვიდეოს დასასრულს მამულიჩას სახეში გაულაწუნა.

View this post on Instagram

ბათუმის სეზონი დააბრუნეთ

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

პროდიუსერსა და რეჟისორ ნესტან სინჯიკაშვილს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. ისინი წლებია მეგობრობენ. როგორც ჩანს, მათი ასეთი დამოკიდებულება არავის უკვირს. ლელამ ვიდეოს დამატებითი წარწერა დაურთო – „მამულიჩამ რეჟისორი დაკბინა“. კადრს მიღმა ლელას ახალი სიმღერის ნოტები ისმის, რომლის გამო ისინი ბათუმში ჩავიდნენ ახალი ვიდეოკლიპის გადასაღებად. სულ მალე მომღერალი ერთგულ მსმენელს შესთავაზებს სიმღერას „წამიყვანე სიყვარულთან“.

ლელა წურწუმია ბოლო პერიოდის მანძილზე მსმენელსა და ფანებს სოციალურ ქსელის მეშვეობით უფრო და უფრო დაუახლოვდა. წარმატებული მომღერალი საკუთარ „ინსტაგრამ-სთორიზე“ თაყვანისმცემლების მიერ შესრულებულ საკუთარ სიმღერებს ხშირად აქვეყნებს. ამით მან და მისმა მსმენელმა ერთგვარი გამოწვევა შექმნეს და ერთად ხალისობენ.

View this post on Instagram

#დარჩითსახლში

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ლელა და მისი პროდიუსერი და მეუღლე კახა მამულაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. მათი ერთმანეთის გარეშე წარმოდგენა რთულია. ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი ოჯახის წევრები იქცევენ.

View this post on Instagram

15 ივლისამდეც ავიტანთ ამ რეგულაციებს

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია აქტუალობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.

View this post on Instagram

#ძირსკორონა

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

წარმოუდგენელია – ლელა წურწუმია 51 წლისაა. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ეს ყველაფერი კი მისი ერთგული მეუღლისა და პროდიუსერის დამსახურებით მოხდა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

2503
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1898)
ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

22
(განახლებულია 09:56 10.07.2020)
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 973-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

22
თემები:
COVID-19 საქართველოში
მარტოობა

„მსხვერპლი მარტო არ არის“ ქალებზე ძალადობა მიუღებელია

14
(განახლებულია 09:10 10.07.2020)
ბოლო დროს ქალებზე ძალადობამ და მათმა მკვლელობამ საქართველოს ხელისუფლება აიძულა, სერიოზულად დაფიქრებულიყო ამ პრობლემაზე

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დროს გახშირებული ქალებზე ძალადობისა და ქალთა მკვლელობების გამო.

მამაკაცს, რომელმაც თავის შეყვარებულს ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარედგინა>>

კერძოდ, თბილისში ახლგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულ ქალს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ამჟამად დამწვრობის ცენტრში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სურამში კი ქმარმა მძინარე ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და ძალადობის მსხვერპლთ ურჩევენ, დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს ტელეფონის ნომრებზე – 116 006 და 112.

„სახელმწიფოსთვის მიუღებელია გენდერული ძალადობის გამოვლენის ნებისმიერი ფორმა და თითოეულ ასეთ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება იქნება მკაცრი!.. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დროული შეტყობინება გაცილებით მძიმე ძალადობის აცილებას უზრუნველყოფს. ამასთან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ყველა მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ძალადობა ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობა დაუშვებელია, „მსხვერპლი არ არის მარტო. სახელმწიფო იცავს და აგრძელებს ძალადობაგამოვლილი ადამიანების მხარდაჭერას“, ხოლო ყველა დამნაშავე კანონის სრული დაცვითა და სიმკაცრით დაისჯება.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის ივნისში შეიქმნა. კომისია აერთიანებს 22 სახელმწიფო ორგანოს. კომისიას ხელმძღვანელობს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

კომისია აერთიანებს სამინისტროებს, გენერალურ პროკურატურას, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, სამოქალაქო სამსახურის ბიუროსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს.

14