Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ფიფქები ერთი თვის გახდნენ“ – ოთო ფოლადაშვილი უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს

© Photo: Otaber Poladashvili / FBოთო ფოლადაშვილი
ოთო ფოლადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთო ფოლადაშვილი რამდენიმე თვეა უსაყვარლესი პოსტების გამოქვეყნებას არ წყვეტს. მან მორიგი სიტყვები თეთრ ლეკვებს მიუძღვნა. შინაური ცხოველების მოყვარულებს ეს ვიდეო განსაკუთრებით მოგეწონებათ.

ოთო ფოლადაშვილის ძაღლმა პანდემიის დროს რამდენიმე ლეკვი გააჩინა. გახარებულმა ქორეოგრაფმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც დამაინტრიგებელი წარწერა დაურთო. „ჩემი მიმი დედა გახდა“ – დიდი სიხარულით წერდა ოთო. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამორჩეულ მოცეკვავეს ცხოველები ძალიან უყვარს. მას ულამაზესი ძაღლი ჰყავს, რომელსაც დიდი მონდომებით უვლის.

გაირკვა, რომ ოჯახს ოთხი ახალი წევრი შეემატა. შინაურმა ცხოველმა სახელად მიმიმ ვეტერინარების დახმარებით 4 თოვლივით თეთრი ლეკვი გააჩინა. ოთო ფოლადაშვილი ემოციებს ვერ მალავს. „4 თოვლის გუნდა შემოგვემატა“, – წერს ის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე. პატარა ლეკვებსა და მათ ულამაზეს დედას თვალს ვერ მოსწყვეტთ.

პატარა ლეკვები წამოიზარდნენ და ახლა ერთმანეთს ეთამაშებიან. ოთო მათ განსაკუთრებულად ივლის. უახლეს ვიდეოს ქორეოგრაფი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. „ფიფქები ერთი თვის გახდნენ“ – დაწერა ფოლადაშვილმა. უსაყვარლესი ვიდეო პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით. ოჯახის პატარა წევრები ერთმანეთს შუბლით ეჯახებიან და იატაკზე თათებით სრიალებენ.

ქართულ ტელესივრცეში ოთო ფოლადაშვილი გამორჩეულ ვარსკვლავად იქცა. მის ცხოვრებაში წარმატება მოულოდნელად მოვიდა, როდესაც პირველად მეგა-პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა. ქორეოგრაფი აღნიშნავს, რომ ძალიან იღბლიანია. თუმცა მისი წარმატება არა იღბალს, არამედ დიდ შრომას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გასართობ არხ „მარაოზე“ ოთარ ფოლადაშვილის გადაცემა „რეიტინგი“ დიდი წარმატებით გადიოდა.

ყველა ახალი ამბავი
0