Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუცა ბუზალაძე შეყვარებულს აღარ მალავს – როგორ გამოიყურება მომღერლის რჩეული?

© courtesy of Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმატებული არტისტი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, შეყვარებულზე დასმულ კითხვებს თავს არიდებდა. მისი თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია მოულოდნელად დაიწყო და სწრაფად განვითარდა. როგორ გამოიყურება წყვილი ერთად?

რამდენიმე ხნის წინ ნუცამ „ფოლოვერებს“ შეყვარებულის სურათი გაუზიარა, თუმცა მამაკაცის სახე არ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის სახე არ ჩანდა, აშკარა გახდა, რომ ნუცამ სიყვარული იპოვა. ახალგაზრდა შემსრულებელმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, სურათს გულიც დაურთო.

ზურგით გადაღებული ფოტო თაყვანისმცემლებს იმაზე მიუთითებდა, რომ ნუცა შეყვარებულის გამოჩენისგან ისევ თავს იკავებდა.

ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდიოდა. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიცნეს.

მან მონაწილეობა თურქულ Voice-ში მიიღო, სადაც ჟიური აღფრთოვანებას ვერ მალავდა და უცხო ქვეყანაში ის ფინალში მაყურებლებმა გადაიყვანეს. ახლახან კი რუსეთის ერთ-ერთ პოპულარულ კონკურსზე მან სრული ფურორი მოახდინა, რაც აქამდე არ მომხდარა – კონკურსის ჟიურის ყველა წევრი ფეხზე ადგა, მათ ოვაციები არ დაიშურეს. ნუცამ ამ პროექტის დასრულების შემდეგ ახალი ჰიტი მალევე გამოაქვეყნა. პოპულარული მომღერალი ხშირად მოგზაურობს. მან ამერიკა მოინახულა და ამით ბავშვობის მორიგი ოცნება აიხდინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მომღერალმა საკუთარი სხეულის შეცვლა ინტენსიურად დაიწყო. ეს კი შეყვარებულობის პერიოდს დაემთხვა. სურათების კომენტარებში თაყვანისმცემლები ღელავდნენ, ხომ არ აქვს ახალგაზრდა არტისტს ანორექსია. მალე ნუცამ ყველას უპასუხა და აღნიშნა, რომ გახდომის მიზეზი აქტიური ვარჯიში და სწორი კვებაა. ამის შემდეგ ვნებათაღელვა დაცხრა. ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით, ნუცას ფანები ტენდენციას აჰყვნენ და ვარჯიში დაიწყეს. თამამი გოგონა ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევა და დასახულ მიზნამდე შემართებით მიდის.

ყველასთვის მოულოდნელად ნუცამ შეყვარებულის სახის გამოჩენა გადაწყვიტა. მისი რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი უსიმპათიურესი ბიჭი პატი მეზვრიშვილია. Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვარსკვლავმა რჩეულთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „გისურვებ მუდმივ ბედნიერებას და ცხოვრებაში დაუვიწყარ შეგრძნებებს“; „აი, ისიც... საუკეთესო წყვილი“; „როგორ გაიზარდა ჩვენი პატარა გოგო...უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებ...“ – წერენ გულანთებული თაყვანისმცემლები.

ყველა ახალი ამბავი
0