ლაბორატორია

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

108
(განახლებულია 18:42 16.06.2020)
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 882-ს მიაღწია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

დღეს, დილით შემთხვევების მატება არ დაფიქსირებულა. ეს პირველი შემთხვევა იყო 26 თებერვლის შემდეგ, როდესაც საქართველოში კორონავირუსი პირველად გამოვლინდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

108
თემები:
COVID-19 საქართველოში (1214)
პარკინგი

ზონალურ-საათობრივი პარკირება პეკინზეც ამოქმედდება

8
(განახლებულია 14:27 15.07.2020)
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვის ახალ ეტაპზე გადადის და პროექტში დედაქალაქის ახალი რაიონების ჩართვას გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ ქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტე ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და საბურთალოს რაიონში დანერგვა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 10 სექტემბრიდან ამოქმედდება, მანამდე კი პროექტს მოსახლეობასგააცნობენ.

„10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, რათა მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს პროექტი", - განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, პირველ ყოვლისა მათ, ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს. ამ ქუჩების მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.

ქალაქის მერმა მის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს პროექტის საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანა დაავალა.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდიან და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება", – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

8
თემები:
თბილისის მერია
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

39
(განახლებულია 14:50 15.07.2020)
ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. გასულ დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოცლინდა, აქედან სამი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ინფექციონისტის თქმით, ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად უფრო ღრმა ეპიდემიური კვლევა მიმდინარეობს. ეს შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულებიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„ერთი სომხეთიდან და ორი ყირგიზეთიდან შემოტანილი შემთხვევაა. სამივესთან დადასტურებულია დიაგნოზი საკარანტინო სივრცეში კონტროლის პერიოდში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არა მძიმე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ ჟამად COVID–ცენტრებში 115 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული უახლესი ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 1003-ს მიაღწია.

ამავე დროს, კლინიკებიდან ვირუსისგან განკურნებული სამი პაციენტი გაეწერა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 873, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 – სამხედრო მოსამსახურე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 244 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

39
თემები:
COVID-19 საქართველოში (1214)