Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან მწყდება გული...“ – დატოვებს ინგა გრიგოლია „TV პირველს“?

© photo: Izosia / FBინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „პირველი“ ბოლო რამდენიმე დღეა წამყვანმა ჟურნალისტებმა დატოვეს. არხის ყოფილი დირექტორი და „რეაქციის“ წამყვანი ემოციურ განცხადებას აკეთებს.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის“ ყოფილმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ გადაცემა „რეაქციაში“ არხიდან კოლეგების წასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან მძიმეა, თუმცა თავად ტელეკომპანიიდან წასვლას ჯერჯერობით არ აპირებს.

დიანა ტრაპაიძე - Sputnik საქართველო
„ახლა დასრულების დროა...“ – დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანიას ტოვებს

ჟურნალისტმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ხუთი წლის წინ „იმედის“ დატოვება და საყვარელ საქმეზე უარის თქმა მოუწია, ამ დროს კი „TV პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შეხვდა, რომლის დიდი მადლობელია.

„ვიცი, რომ გაინტერესებთ, აქვე ვიტყვი – მე არსად ვაპირებ წასვლას, „TV პირველი“ ჩემი საყვარელი ტელევიზიაა, რომელიც ამ ხელებით გავზარდე. ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე, დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე. მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია „TV პირველი“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

რამდენიმე დღის წინ „TV პირველი“ ჟურნალისტებმა ნინო ჟიჟილაშვილმა, ვახო სანაიამ და დიანა ტრაპაიძემ დატოვეს, მანამდე ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან ინგა გრიგოლიაც გადადგა.

ვახო სანაია - Sputnik საქართველო
„შარვლის ქვეშ პიჟამო ვის გცმიათ?“ – ვახო სანაია კლინიკაში მოხვდა

გრიგოლია წერდა, რომ ბოლო პერიოდში მისი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა და ბევრ ადამიანს აწყენინა მწვავე რეპორტაჟების გამო, რადგან ტელევიზიაში გასული მასალები მათ სამსახურს ეხებოდა.

ტელევიზიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი მას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა და ინგა გრიგოლიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

აქვე გაირკვა, რომ ტელევიზიას თავად მისი დამფუძნებელი ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს.

ინგა გრიგოლიამ „TV პირველის“ დირექტორის პოსტი ოქტომბერში ჩაიბარა. მანამდე ამ თანამდებობას პაატა კაკაურიძე იკავებდა.

ყველა ახალი ამბავი
0