„საქართველოს რკინიგზა“ - პრაქტიკულად ყველა ბილეთი გაყიდულია

© photo: Sputnik / Stringer Stadler-ის მატარებელი თბილისში
 Stadler-ის მატარებელი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ დღეს ორთვენახევრიანი შესვენების შემდეგ „საქართველოს რკინიგზამ“ მატარებლები ხუთი მიმართულებით გაუშვა

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისისა და ფოთის მიმართულებით დღის რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია, ამის შესახებ Sputnik-საქართველოს „საქართველოს რკინიგზაში“ უამბეს.

საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას 15 ივნისს განაახლებს >>

ორთვენახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დღეს, 15 ივნისს თბილისიდან ხუთი მიმართულებით პირველი მატარებლები დაიძრა.

„პრაქტიკულად ყველა ბილეთი გაყიდულია. განსაკუთრებით სწრაფად გაიყიდა ბათუმის ბილეთები. მატარებლებში დაცულია ყველა წესი და რეკომენდაცია. მგზავრები არ იხსნიან პირბადეებს, გადიან თერმოსკრინინგს, კონდიციონერები მუშაობენ“, - უამბეს Sputnik-ს საქართველოს რკინიგზაში.

პირველი კვირის განმავლობაში მატარებლები თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისი და თბილისი-ოზურგეთი დღეში ერთხელ ივლიან, ხოლო თბილისი-ფოთი და თბილისი-ბათუმი დღეში ორჯერ - დილით და საღამოს.

რაც შეეხება საღამოს რეისებს ბათუმისა და ფოთის მიმართულებით, სალაროებში ბილეთების ნახევარი რჩება.

მგზავრები იცავენ ყველა წესებს და შეზღუდვებს გაგებით ეკიდებიან, აღნიშნეს კომპანიაში.

მატარებელი  Stadler სადგურზე - Sputnik საქართველო
საქართველოს რკინიგზაზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ბილეთები იყიდება როგორც ონლაინ, ისე სალაროებში. თუმცა მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით მოუწოდებენ ბილეთების ელექტრონული წესით შეძენას.

სამგზავრო გადაზიდვების დაწყებამდე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მატარებლების ინსპექტირება ჩაატარეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს რკინიგზა, დადგენილი წესების დაცვის პირობებში, მზად არის აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა - მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს, მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვაგონში შესვლისთანავე ყველა გაივლის დეზობარიერს, ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით, მატარებელში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადეების გარეშე. მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

ბილეთების ფასები არ შეცვლილა, თუმცა მატარებლები მხოლოდ დღის საათებში იმოძრავებენ.

საქართველოში მგზავრების გადაყვანა რკინიგზაზე 31 მარტს კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0