ბაზარი

სუპერმარკეტი თუ აგრარული ბაზარი: სად უფრო უსაფრთხოა ვაჭრობა

402
(განახლებულია 21:32 15.06.2020)
ბოლო წლებში თბილისის აგრარული ბაზრები დიდწილად ჩაანაცვლეს სახლთან ახლოს მდებარე ჰიპერმარკეტებმა. მოსახლეობა სულ უფრო ხშირად ირჩევს ჰიპერმარკეტის სალაროებთან რიგში დგომას ბაზარში დახლებთან სირბილს. რეალურად სად ჯობს ვაჭრობა და რატომ? ამას ჩვენი კორესპონდენტი არკვევდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ კორონავირუსის პერიოდში ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის ეტიკეტირება. თუმცა რამდენად ძლიერი მექანიზმია ეს უსაფრთხოებისთვის, ან არის თუ არა საკმარისი – ვერავინ იტყვის.

არც ისე იშვიათია, როდესაც უწყება ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს და ბევრ მათგანს ხურავს. კომპანიას კი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო აჯარიმებს.

რთული სათქმელია, რამდენად გამართულად მუშაობს სასწორი ბაზრებში და რამდენად არის დაცული ჰიგიენა, მით უფრო, პანდემიის დროს, როცა ეკონომიის გამო ათასობით ადამიანს უწევს იქ ვაჭრობა. ბაზარში რამდენად უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს, თუ გეტყვით, რომ უამრავ ადამიანს პირბადე ყველაზე კარგ შემთხვევაში ნიკაპზე უკეთია?

Продавцы в супермаркете в перчатках, масках и лицевых прозрачных щитках. В Грузии борются с коронавирусом
სუპერმარკეტის სალაროსთან

რაც შეეხება ინდივიდუალურ დაცვას, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ სამედიცინო ნიღაბი ნაკლებად ეფექტურია, თუმცა ფიზიკური ბარიერის შექმნა ზედმეტი არ იქნება. თუ ვერ იყიდეთ, ნიღაბი თავადაც შეგიძლიათ შეიკეროთ...

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე დღის ბოლოს უნდა მოხდეს დასუფთავება (გარეცხვა). დეზინფექცია (დერატიზაცია, დეზინსექცია) უნდა ჩატარდეს არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო ინფექციური დაავადებით დაავადებული ცხოველის გამოვლენისას იმავე დღეს უნდა მოხდეს ტერიტორიის დასუფთავება (გარეცხვა) და ჩატარდეს დეზინფექცია.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინონ არასათანადო პირობებში განთავსებული მალფუჭებადი სურსათი, ყურადღებით გაეცნონ ეტიკეტს, სადაც მითითებულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია ვადების, შენახვის პირობებისა და შემადგენლობის შესახებ.

მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიის მიზნით უფრო სასურველია სურსათი ბაზარში შეიძინოს, თუმცა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ღია აგრარულ ბაზრებში სანიტარული ნორმები არ არის დაცული.

Торговцы и покупатели в медицинских масках на одном из продуктово-овощных рынков
© Sputnik / STRINGER Vano Shlamov
ბაზარში

რაც შეეხება სუპერმარკეტებს, მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ პროდუქციის უმეტესობა შეფუთულია, არის საკმაოდ კარგი აქციებიც და ჰიგიენის ნორმები ბაზართან შედარებით მეტად არის დაცული, არც გარემო პირობები აწუხებთ და ამიტომაც ურჩევნიათ მეტი თანხის გადახდა.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, პანდემიის პირობებში სასურველია პლასტიკური ბარათით გადახდა, რადგან ნაღდი ანგარიშსწორების დროს დაბრუნებული ხურდა შესაძლოა ვირუსის დამატებითი წყარო იყოს. ბარათით გადახდა აგრარულ ბაზარში უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია. 

ერთადერთი, რაზეც მოვაჭრეები და მომხმარებლები თანხმდებიან, არის ის, რომ პანდემიის ფონზე ლარის გაუფასურებამ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედა.

თბილისის ბაზრებსა და სუპერმარკეტებში გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობა ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით სურსათის ფასები წელს ყველგან გაძვირებულია. ზოგი მათგანი სუპერმარკეტში არჩევს ვაჭრობას, ზოგიც ბაზარში. პირობები და ფასები კი მკვეთრად განსხვავდება. მაგალითად:

Грузинский рынок перед новым годом
© Sputnik / Natia Kvartskhava.
ყველის დახლი ბაზარში

ყველი

სანამ ყველზე ვისაუბრებდეთ, გეტყვით, რომ რძე ერთ-ერთი პროდუქტია, რომელსაც ყველაზე ხშირად აყალბებენ. მით უმეტეს, რომ მისი ფალსიფიკაციის საშუალება ძალიან ბევრია. მნიშვნელობა არა აქვს სად ყიდულობთ რძეს – ბაზარზე თუ პირდაპირ ძროხის მფლობელი ბებოსგან. ვინ იცის, ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული თეთრი სითხე შესაძლოა მხოლოდ სახელად იყოს რძე. თუ ადრე რძეში სოდასა და ცარცს ურევდნენ, ახლა ტექნოლოგიები გაცილებით შორს წავიდა. რძისგან კი ყველი მზადდება...

ბაზარში ყველი სახეობების მიხედვით არის შეფასებული. სულგუნის ფასი 17-დან 22 ლარამდე მერყეობს, ხოლო იმერული ყველი საშუალოდ 13 ლარი ღირს.

სუპერმარკეტებში სულგუნის ფასი 19 ლარიდან იწყება. 1 კილოგრამი იმერული ყველი კი 16-20 ლარი ღირს.

Мясо
ხორცი ბაზარში

ხორცი

საქონლის რბილ ხორცს ბაზარში 16 ლარიდან შეიძენთ. ღორის ხორცის ყიდვა 13 ლარიდან შეგიძლიათ. ქათამი კი 8-9 ლარი ღირს.

ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.

სუპერმარკეტებში საქონლის რბილი ხორცი 22 ლარი ღირს, ღორის – 15-17. შეფუთულ ნაჭრებს ვადა და შენახვის პირობები მითითებული აქვთ.

Мелкий бизнес отходит от ограничений. Торговля замороженной рыбой в магазине
© Sputnik / STRINGER
თევზის დახლი

თევზი

თევზის სექციაში ამბობენ, რომ სუპერმარკეტებთან შედარებით ღირებულება აქ 3-4 ლარით ყოველთვის იაფია. კალმახი 12 ლარად იყიდება, გაყინული ორაგული – 13 ლარად, ხოლო სქელშუბლა – 5-6 ლარად.

გამყიდველი სიმართლეს ამბობდა. სუპერმარკეტებში თევზის ფასი 15 ლარიდან იწყება.

Торговцы и покупатели в медицинских масках на одном из продуктово-овощных рынков
© Sputnik / STRINGER
ბოსტნეულის დახლი აგრარულ ბაზარში

ხილი და ბოსტნეული:

ბაზარში ახალი კარტოფილის ფასი 4 ლარამდე მერყეობს. 1 კილოგრამი კიტრის შეძენა 1 ლარად შეგიძლიათ, პომიდვრის – საშუალოდ 3-4 ლარად. წითელი ბულგარული 5 ლარი ღირს. რაც შეეხება ხილს, ქართული ვაშლი 2.50 ლარი, მწვანილი – 1 კგ 5 ლარი, მარწყვი კი 7 ლარი გახდა.

სუპერმარკეტებში 1 კგ პომიდორი (ჩერი) საშუალოდ 6 ლარი ღირს. წითელი ბულგარული ის ერთადერთი ბოსტნეული აღმოჩნდა, რაც ბაზრის ფასებთან შედარებით სუპერმარკეტებში მცირედით იაფი იყო – 4.50-დან 5 ლარამდე. თუმცა მარწყვის ფასი მკვეთრად განსხვავდება და 11-12 ლარი ღირს.

როგორც აღმოჩნდა, ბაზარში სუპერმარკეტთან შედარებით ფასები დაბალია და მაინც ყველაზე ხშირად გაიგებთ „ცოტა დამიკელით“.

„ცოტა დამიკელისთან“ ერთად აუცილებელია მომხმარებლებმაც დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა იმ გზით, რომ არ შეიძინონ დაბინძურებულ ტერიტორიაზე განთავსებული პროდუქცია. ასევე მიაქციონ ყურადღება, როგორ პირობებში ინახება საქონელი.

დროა ვისწავლოთ, რაზე გავაკეთოთ ეკონომია.

 

402
ეკა ხოფერია

„ჩემი სიხარულის კივილს ისმენდა მთელი სამეზობლო...“- რა მოხდა ჟურნალისტის დაბადების დღემდე?

44
(განახლებულია 14:51 10.07.2020)
ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში დაუჯერებელ ისტორიას ყვება. ნახეთ რა შეემთხვა ჟურნალისტს

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ჟურნალისტი ეკა ხოფერია გუშინ 48 წლის გახდა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტი სახალისო ისტორიას აზიარებს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ეგონა, რომ 49 წლის ხდებოდა.

„ჩემი სიხარულის კივილს ისმენდა მთელი სამეზობლო, ალბათ. რა მაგარია, 48 წლის ვხდები თურმე! ( ციფრებთან ვერ ვარ კარგად), ამ ამბავს ყველას ისე ვუყვები, როგორც საოცრებას. თითქოს ვიღაცამ მაჩუქა ეს წელი“, - წერს ეკა ხოფერია.

პოპულარული ტელეწამყვანი პირველად საკმაოდ პატარა ასაკში დაოჯახდა. მისი თამამი ნაბიჯი უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. პარალელურად ეკა ხოფერია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი იყო და პროფესიულ გამოწვევებს სირთულეების გარეშე უმკლავდებოდა. გამოწვევებთან ერთად  ეკა ახალ მწვერვალებს იპყრობდა. ტელეწამყვანი მეორედ ექიმ მიშა ხუჯაძეზე წლების წინ დაქორწინდა და ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ეკა იხსენებს, რომ ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან.

View this post on Instagram

ჩქიმ ზუგდიდი❤️

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია „იმედში“ ბოლო სამსახური დატოვა, მისი ცხოვრება ახალი გამოწვევების ფონზე განვითარდა. ტელევიზიის გამოჩენილი სახე ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ეკამ ჟურნალის შეფ-რედაქტორობას მოჰკიდა ხელი. მან ჟურნალი „სითი“ დააფუძნა, რომელიც 9 წელია ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს. მორიგი უახლესი სურათი ჟურნალ „სითის“ ახალ ნომერში მოხვდება. ეკა ხოფერია უმცროს ვაჟებთან ერთად პოზირებს. ჟურნალი ფაქტობრივად მის მეოთხე შვილად იქცა. პატარა „ხუჯიკებზე“ ფეხმძიმობის დროს გაჩენილმა იდეამ ძალიან მალე იპოვა საკუთარი ადგილი ქართულ ბაზარზე.

View this post on Instagram

Me and my khujiks ) for @citymagazineofficial @kidsgallery.ge photo @anna_kostomarova

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

47 წლის პოპულარული ჟურნალისტი თანამედროვეობას თვალს უსწორებს და სოციალურ ქსელში მიკრობლოგს უფრო ააქტიურებს. ყველასათვის საყვარელ ეკა ხოფერიას სამი შვილი ჰყავს. როგორც თავად ჰყვებოდა, ტელევიზიაში მუშაობისას ბავშვებთან ხშირად კომუნიკაციას ვერ ამყარებდა, რის გამო ძალიან ღელავდა. ახლა ტელეწამყვანს ახალი პროფესია აქვს. გამოცდილმა ჟურნალისტმა ახალი გამოწვევა რამდენიმე წლის წინ მიიღო, როცა ბომონდური ჟურნალის „სითის“ მთავარი რედაქტორი გახდა.

44
თემები:
სელებრითების ცხოვრება
გამოცდების ეროვნული ცენტრი

კორონავირუსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ–ერთ აბიტურიენტს ინფექცია დაუდასტურდა

66
კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფ ცხრა აბიტურიენტზე მიმდინარეობს დაკვირვება და ტარდება შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები

თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. ერთ-ერთ აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

რატომ მოიხსნა ხუთი აბიტურიენტი ეროვნული გამოცდიდან>>

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აბიტურიენტის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ოჯახის წევრია.

„გუშინ რეგიონში ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი. დავიწყეთ კონტაქტების მოძიება და მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანს, ერთ-ერთ ახალგაზრდას, გოგონას, რომელიც 7 ივლისს ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე იყო გასული, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გამოკვლეულია აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფი 27 ადამიანი და მათი ტესტის პასუხი უარყოფითია.

ამასთან, ცხრა აბიტურიენტი, რომელიც ინფიცირებულ აბიტურიენტთან  იყო საგამოცდო ოთახში, ამჟამად დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეში იმყოფება და მათ ყოველი გამოცდის წინ PCR ტესტი ჩაუტარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. გრანტების კონკურსი გაიმართება 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1-4 აგვისტოს. გამოცდები მასწავლებლებისთვის 22-30 ივლისს ჩატარდება. სულ წელს გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მონაწილეობს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდები სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების  დაცვით ტარდება.

კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ადგილის დაკავების შემდეგ შეუძლიათ ის მოიხსნან. თუ ისინი საგამოცდო ცენტრში პირბადის გარეშე გამოცხადდებიან, გამოცდაზე არ დაუშვებენ. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.

რა ბედი ელით მაღალი სიცხის გამო გამოცდიდან მოხსნილ აბიტურიენტებს>>

საგამოცდო სექტორში მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი 1 მეტრი იქნება.

66
თემები:
COVID-19 საქართველოში
Russia Today

მოსაზრება: დასავლეთი რუსეთის წინააღდეგ მუშაობას გადაეჩვია

0
(განახლებულია 15:10 10.07.2020)
ლიეტუვამ თავის ტერიტორიაზე RT–ს ხუთი ტელეარხის მაუწყებლობა აკრძალა. ანალოგიური ნაბიჯი ერთი კვირით ადრე ლატვიის ხელისუფლებამ გადადგა. ჯერი ესტონეთზეა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.

ირინა ალქსნისი

ამ საკითხში ტალინის განსაკუთრებულ პოზიციაზე შანსები არც ისე დიდია: სამი „ბალტიისპირული ვეფხვის“ ტრადიციული ანტირუსული  კონსენსუსისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ესტობეთის ხელისუფლებამ გამოიჩინა ყველაზე დიდი აქტიურობა და თანმიმდევრულობა რესპუბლიკაში სააგენტო Sputnik–ის საქმიანობისთვის წინაღობების შექმნაში.

თუმცა ყველაზე საინტერესო მთელ ამ ისტორიაში მაინც ვილნიუსის ოფიციალური საფუძველია, რომ RT–ს დმიტრი კისელიოვი აკონტროლებს, რომელზეც დასავლური  სანქციები ვრცელდება, და რომ თითქოს ეს გახდა „მისი“ მედიარესურსის წინააღმდეგ ზომების დაწესების მიზეზი.

საქმე ისიც კი არაა, რომ ეს მტკიცებულება სიმართლეს არ შეესაბამება, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო: ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ლატვიის ეროცნულმა საბჭომ RT–ს მაუწყებლობის აკრძალვა იმით ახსნა, რომ  ტელეარხები „დმიტრი კისელიოვის „ფაქტიური კონტროლისა და ერთპიროვნული მმართველობის ქვეშაა“. მაშინ მარგარიტა სიმონიანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიის ოფიციალური სტრუქტურების გაუგონარი არაპროფესიონალიზმი გააკრიტიკეს, რომლებმაც თავისი გადაწყვეტილება ღია ბოდვით განმარტეს.

იმ მომენტში ჯერ კიდევ შეიძლებოდა მომხდარი კონკრეტული შემსრულებლების შეცდომით ან რაღაც შემთხვევითობით ახსნილიყო: ბოლოს და ბოლოს დილეტანდებისგან არცერთი სისტემა არ არის დაზღვეული.  სახელმწიფოსთვის კი უკან დახევა მსგავს სიტუაციაში კარგი ტონი არ არის, მაშინაც კი, თუ ჩინოვნიკები აშკარად დააღალატებენ.

მაგრამ ლიეტუვაში ვითარების ერთი ერთში გამეპორება აშკარად მიუთითებს, რომ არანაირი შემთხვევითობა და შეცდომა არ ყოფილა. ეს ყველაფერი ლატვიისა და ლიეტუვას ხელისუფლებების გაცნობიერებული პოზიციაა.

გასაგებია, რომ RT–ს მაუწყებლობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მაგრამ ნუთუ არ შეიძლებოდა ამის იურიდიულად უფრო „წმიდა“ მოტივით ახსნა? რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგრამ ამისთვის პასუხისმგებელ უწყებებს დაძაბვა და დიდი ძალისხმევ9ის გამოჩენა დასჭირდებოდათ, რათა კანონმდებლობაში ხვრელები ეპოვათ.

ოდესღაც სწორედ ეს თავისებურება — იურიდიული დახვეწილობა იყო ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კოზირი დასავლური დემოკრატიისთვის. ეს მეტად მომგებიანად გამოიყურებოდა სხვა პოლიტიკური სისტემების ფონზე, რომლებსაც არ ახასიათებდათ ფორმალური პროცედურების დაცვაზე ბევრი ფიქრი.

მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. RT–ს მაუწყებლობის აკრძალვის საკითხში ბალტიისპირეთის რესპუბლიკები იმ გზით წავიდნენ, რომელიც ბოლო წლებში    კარგად გათელეს სულ სხვა და თანაც უფრო მძლავრმა დერჟავებმა.

ამერიკელებისთვის უცნობი ფხვნილით სავსე სინჯარის ქნევამ რეალურად არსებული გარემოებების ძებნა ჩაანაცვლა, რითაც შეიძლებოდა აეხსნათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერაყში შეჭრა.  

ბრიტანელებმა გრანდიოზული შოუ მოაწყვეს სკრიპალების მოწამვლის ირგვლივ — და ისინი იოტისოდენ უხერხულობასაც კი არ გრძნობენ ამ სამეში არსებული „ხვრელების“ გამო.

ნიდერლანდები, რომელმაც მართლმსაჯულება ეროვნულ ბრენდად აქცია, ისეთ სამართლებრივ კულბიტებს აწყობს МН17–ის საქმეზე, რომ გაკვირვებაც კი შეუძლებელი ხდება.

ასეთი მაგალითები მრავლადაა არა მარტო რუსეთის, არამედ ჩინეთის, ირანის, ვენესუელისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. იმდენად მრავლად, რომ იშვიათი შემთხვევებიდან უკვე ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა. ამგვარ ფონზე ლიეტუვისა და ლატვიის ხელისუფლებების პოზიცია აბსოლუტურად ორგანულად გამოიყურება RT–ს მაუწყებლობის აკრძალვა: რა საჭიროა დაძაბვა, თუკი ამის გაკეთება აშკარა სისულელის ოფიციალურ პოზიციად გასაღებით შეიძლება?

ამაში თავისებური ლოგიკაც კი არის:  ანტირუსულად განწყობილი აუდიტორია თავისუფლად მიიღებს განმარტებას „კისელიოვის შესახებ, რომელიც RT–ს აკონტროლებს“.

თავდაპირველად ეს მიდგომა დასავლეთის საინფორმაციო, პოლიტიკურმა, იდეოლოგიურმა და მორალურმა მონოპოლიამ დაბადა. სწორედ ამის გამო შეწყვიტა მან გამოწვლილვით და მაღალპროფესიულად დაემუშავებინა თავისი პოლიტიკა. შედეგად, თავადაც რომ ვერ შენიშნა, ისე გაუსხლტა ხელიდან ეს მონოპოლია — მათ შორის, კომპეტენციის დაკარგვისა და ასევე მოდუნებული თავდაჯერებულობის გამო.

ახლა კი იგივე ძალები ვერანაირ აზრს ვეღარ ხედავენ ხარისხიანად და კვალიფიციურად მუშაობაში უკვე იმის გამო, რომ მომხრეებს ეს არ სჭირდებათ, ხოლო მოწინააღმდეგებს მაინც ვერ დაარწმუნებ.

გასაოცრად აქ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ისინი სეიოზულად ფიქრობენ, თითქოს მსგავსი არაპროფესიონალური მიდგომა მათ იდეოლოგიურ და გეოპოლიტიკურ გამა რჯვებას მოუტანს რუსეთზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

 

0