სასარგებლო არდადეგები: „ტელესკოლა" ინგლისურ ენაზე იწყება

CC0 / Pixabay / ბიჭი ტელევიზორთან
ბიჭი  ტელევიზორთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა სახალისო და სასარგებლო თემებზე გაკვეთილების დროს მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებისა და გრამატიკის უკეთ ათვისების შესაძლებლობა ექნებათ.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სატელევიზიო საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა", რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში განათლების სამინისტრომ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით აამოქმედა, 13 ივნისიდან გაკვეთილების ტრანსლაციას ინგლისურ ენაზე დაიწყებს.

მეტროს სადგურს პოლიცია აკონტროლებს - Sputnik საქართველო
დაიწყება თუ არა სკოლებში სწავლა სექტემბერში – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ზაფხულის არდადეგების განმავლობაში განხორციელდება.

პროგრამის სახელწოდებაა Word on the Street, ის წარმატებით ხორციელდებოდა ჩინეთში, მონტენეგროში, სერბეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. პროექტის მიზანი ზაფხულის არდადეგების ეფექტურად გამოყენება და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაა.

სხვადასხვა სახალისო და სასარგებლო თემებზე გაკვეთილების დროს მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებისა და გრამატიკის უკეთ ათვისების შესაძლებლობა ექნებათ. თითოეულ გაკვეთილს ახლავს დამატებითი ონლაინ-სავარჯიშოები, პასუხებითა და ინტერაქტიული ვიდეორგოლებით.

საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც პედაგოგებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლებისთვის ბევრი საინტერესო რესურსი მიაწოდეს. მათ შორის, ქვეყანაში გადაიცემოდა ყოველკვირეული ვებინარები, უფასო პუბლიკაციები და ონლაინ-ტრენინგების ფართო არჩევანი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველა მასწავლებლისთვის და მათთვის, ვისთვისაც პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია.

ყველა ახალი ამბავი
0