ცოლ-ქმარმა ბაქოდან კორონავირუსი „ჩამოიტანა"

© © Simon Dawson/Pool via REUTERSტესტები კორონავირუსზე
ტესტები კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჩამოსვლისთანავე წყვილი წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში მოათავსეს, საიდანაც COVID-19-ის დიაგნოზით ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოათავსეს, რომელთაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

სასწრაფო დახმარება ბაქოში - Sputnik საქართველო
ერთ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 352 შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ინფორმაციით, კლინიკაში პაციენტები წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ დროისათვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით შვიდი პაციენტი მკურნალობს, კიდევ ორი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ ლაბორატორიული კვლევა დღეს ჩაუტარდებათ.

12 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 837-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 697, გარდაცვლილია 13. საკარანტინო ზონაში იმყოფება 3 213 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 303 პაციენტია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0