ტესტი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ სამით გაიზარდა

90
(განახლებულია 17:36 11.06.2020)
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 694 ადამიანი, გარდაცვლილია – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3213, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 303 პაციენტია.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 831-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 694 ადამიანი, გარდაცვლილია – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3213, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 303 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

90
თემები:
COVID-19 საქართველოში (1201)
თბილისის აეროპორტი

ჩამოსვლა შეიძლება, მაგრამ ძვირი დაჯდება საქმიანი ვიზიტები საქართველოში

56
(განახლებულია 15:48 13.07.2020)
სამთავრობო ვებ–გვერდზე უკვე გამოჩნდა აპლიკაცია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის ყველა მსურველმა უნდა შეავსოს

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოში ჩამოსული უცხოელი ბიზნესმენებისთვის კარანტინი, ასევე ტესტირება კორონავირუსზე, რომელიც ყოველ 72 საათში ერთხელ უნდა გაიაროს, ფასიანი იქნება.

ამასთან უცხოელ ბიზნესმენებს არჩევნის საშუალება ექნებათ: ფასიანი ორკვირიანი კარანტინი სასტუმროში ან პერიოდული ტესტირება. ორივე შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდა მათ მოუწევთ.

სადღეღამისო რეკორდი: ჯანმო ინფიცირებულთა რაოდენობაზე განცხადებას ავრცელებს>>

მთავრობის ვებ–გვერდზე უკვე გამოჩნდა აპლიკაცია, რომელიც ყოველმა ჩამოსმვლელმა უნდა შეავსოს. დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზეა და 24 პუნქტისგან შედგება.

სავალდებულო შესავსებ კითხვებს შორისაა: იყავით თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული.

დოკუმენტის შევსების დროს პირმა, პირველ რიგში, უნდა მიუთითოს, არის ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი.

შემდეგ მოდის პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, დაბადების თარიღი, ასევე აუცილებელია პასპორტის ასლის ფაილის ჩატვირთვა.

ჩამომსვლელმა უნდა მიუთითოს ჩამოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის სავარაუდო თარიღი, ასევე ადგილი, სადაც ის საქართველოს საზღვარს გადაკვეთს.

ბიზნესმენმა ასევე უნდა მიუთითოს ორგანიზაციის დასახელება, რომლის მიწვევითაც ის ჩამოდის, და საკონტაქტო პირის ტელეფონი.

სავალდებულოა ასევე ვიზიტის მიზნისა და იმ უწყების მითითება, რომელიც გამგზავრების ნებართვას გასცემს.

დოკუმენტის ბოლოს მითიოთებულია ველი, სადაც ბიზნესმენმა საქართველოში ჩამოსვლის დროს თავად უნდა შეარჩიოს ან კარანტინი, ან პერიოდულად „პისიარ“–ტესტირება.

იქვე მითითებულია ტესტის ღირებულება – 250 ლარი.

ამჟამად საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვრები ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

საქართველოში ჩამოსვლის წინ ამ ქვეყნების მოქალაქეებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში გაჩერების ადგილი და საკონტაქტო მონაცემები.

საქართველო ამ ეტაპზე ასევე ქვეყანაში შემოსვლის ნებას რთავს კიდევ 113 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ეს ქვეყნებია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია ორკვირიანი კარანტინის გავლა საკუთარ ხარჯზე.

რამდენს დახარჯავს მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე>>

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში კარანტინში ყოფნა 14 დღით ძალაში რჩება, მაგრამ ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც საქართველო თავის საზღვრებს ხსნის, ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება და განახლდება.

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე საქართველომ უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, 18 მარტს დაკეტა. საერთაშორისო ვიზიტორების მიღება 1 ივლისიდან უნდა აღდენილიყო, მაგრამ საზღვრების გახსნა 1 აგვისტოსთვის გადაიდო.

ამავდროულად, თბილისდიან ევროპის ქალაქებში მთელი ივლისის განმავლობაში ჩარტერული რეისები სრულდება. რეისებზე ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის ვებ–გვერდებს უნდა ეწვიონ.

56
თემები:
COVID-19 საქართველოში (1201)
გამოცდებზე შესული აბიტურიენტების მშობლები

ცხრა აბიტურიენტის ტესტის პასუხები კორონავირუსზე ცნობილია

63
(განახლებულია 16:48 13.07.2020)
ეს ის ცხრა ადამიანია, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ აბიტურიენტთან, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. იმ ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებდნენ, ინფექცია არ დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

კორონავირუსი დაუდგინდა გოგონას, რომელიც გამოცდას 7 ივლისს აბარებდა. მან თერმოსკრინინგი წარმატებით გაიარა, ტემპერატურა მას მოგვიანებით აეწია.

კორონავირუსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – ერთ-ერთ აბიტურიენტს ინფექცია დაუდასტურდა>>

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, ის, რომ სხვა აბიტურიენტებს კორონავირუსი არ გადაედო, მიუთითებს იმაზე, რომ უსაფრთხოების მიღებული ზომები ეფექტურია.

რაც შეეხება აბიტურიენტების გამოცდებში მონაწილეობის უფლებას, ისინი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში განაგრძობენ გამოცდების ჩაბარებას.

„რაც შეეხება იმ აბიტურიეტს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენ მისთვის წელს განმეორებითი გამოცდების დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს“, – განაცხადა გორგოძემ.

ინფიცირებულთან მყოფი ცხრავე აბიტურიენტი იზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. თვითონ გოგონას ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. წელს გამოცდებს 24 საგამოცდო ცენტრში აბარებს 39 ათასი აბიტურიენტი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ადგილის დაკავების შემდეგ შეუძლიათ ის მოიხსნან. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება.

თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.

63
თემები:
COVID-19 საქართველოში (1201)
მევლუთ ჩავუშოღლუ

სომხეთ-აზერბაიჯანის შეჯახება: თურქეთმა არჩევანი გააკეთა

0
(განახლებულია 15:39 13.07.2020)
მანამდე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სადავო ტეიროტირიაზე სომხურ საყრდენ პუნქტზე მიიტანეს იერიში და გაანადგურეს იგი

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯან–სიმხეთის საზღვარზე არსებულ დაძაბულ ვითარებაში თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„ის, რასაც სომხეთი აკეთეს, მიუღებელია. დაე, გონს მოვიდეს. ჩვენ მხარს დავუჭერთ აზრბაიჯანს მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში. აზერბაიჯანი მარტო არ არის“, — განაცხადა ჩავუშოღლუმ თურქული ტელეარხის, TRT–ს ეთერში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 12 ივლისს განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა მათ პოზიციებს ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საყრდენი პუნქტი გაანადგურეს.

ამ დროისათვის ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

0
თემები:
მსოფლიო დღეს