საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორიაში
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 694 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3230, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 285 პაციენტია.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 694 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3230, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 285 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0