ნახეთ ვინ არის ქუთაისელი გოგო, რომელიც ანჯელინა ჯოლის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს – ფოტოები

© AFP 2024 / Fabrice COFFRINI ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა ფილმიდან საყვარელი მსახიობი არ ჰყავს, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ანჯელინა ჯოლის ჰგავხარ!

ეკა ქუთათელაძე 38 წლის ქალბატონია, რომელსაც ქუთაისელ ანჯელინა ჯოლის ეძახიან. თუმცა თვითონ ფიქრობს, რომ ანჯელინას არ ჰგავს. მისი აზრით, იგი ჩვეულებრივი გოგოა, არ არის სკანდალური და არც განსაკუთრებულად ლამაზია.

ეკა ქუთათელაძეს არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული. მას ჰოლივუდელ ლამაზმანს ანჯელინა ჯოლის განსაკუთრებით დიდი ტუჩების გამო ამსგავსებენ. რამდენად ჰგავს – თქვენ განსაჯეთ.

წლების წინ ეკა გია ჯაჯანიძის „სხვა რაკურსს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მონაწილეობას იღებდა „მისის პლანეტაზე“, სადაც 45 ქვეყანას შორის გახდა საუკეთესო მოდელი. პროფესიით ეკონომისტია. პირველი ქორწინებიდან ჰყავს 15 წლის ქალიშვილი.

4 ივნისს ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი 45 წლის გახდა. ჯოლის მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. ქუთაისელი ეკა ქუთათელაძისგან განსხვავებით, ჯოლის სამი საკუთარი და სამი ნაშვილები შვილი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0