Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი ოჯახი დაანგრია...“ – ლოლა წერეთელმა დაასახელა ქალი, რომელმაც გიორგი წერეთელს დააშორა

© Facebook / Lola Tsereteliლოლა წერეთელი
ლოლა წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. ლოლა წერეთელმა საიდუმლოს ფარდა ახადა და ღიად განაცხადა, ვის გამო დაშორდა წყვილი.

ტელეწამყვანსა და მსახიობს ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი ჰყავდა მიწვეული, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი წერეთელს დაშორდა. იამ ლოლას ბავშვობის მეგობარი იზოლდაც მოიწვია, რათა მათი დაშორების დეტალებზე ესაუბრათ.

ლოლას მეგობრის თქმით, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, თუმცა ორი წლის წინ გიორგი ძალიან შეიცვალა, სახლში აღარ რჩებოდა, სულ რესტორანში იყო, დილით გადიოდა და საღამოს ბრუნდებოდა და მალევე გახდა ცნობილი, რომ მის ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა.

„ლოლაზე ამბობდნენ ნევროზი აქვს და იგონებსო, დასასვენებლადაც კი ვიყავით ბათუმში, რომ ლოლა ვითომ დაწყნარებულიყო. ის ქალი რესტორნის მენეჯერი იყო, ყველამ იცის, რომ მაგან ძალიან ბევრი დააშავა“, – აღნიშნა იზოლდამ. გადაცემაში ლოლამ აღიარა, რომ გიორგი აღარ უყვარს და ასევე გამორიცხა შერიგება. „იმ ქალმა ჩემი ოჯახი დაანგრია და გიორგი ყველგან აჩვენებს მას“, – განაცხადა მომღერალმა.

რამდენიმე დღის წინ გიორგი წერეთელმა საკუთარ დაბადების დღეზე, რომელსაც ქართული შოუ-ბიზნესი თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრებოდა, ყველას სიურპრიზი გაუკეთა და თავისი ცხოვრების ახალი სიყვარული თამილა მარეხაშვილი საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. საყვარელ ქალს სიმღერაც მიუძღვნა.

გიორგის თავისი რჩეული საქმეშიც ეხმარება. ის მომღერლის პიარითა და ბიზნესის მენეჯმენტით არის დაკავებული. განქორწინებულია და ჰყავს ერთი ქალიშვილი. გიორგისაც პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს. მშობლების ბედნიერებას შვილებიც იზიარებენ.

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. „აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება“, – ამბობდა მომღერალი.

მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობს, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.

ყველა ახალი ამბავი
0