სოფო კილაძის ყოფილ მეუღლეს პატიმრობა შეეფარდა – პატრული დეპუტატმა გამოიძახა

© FB / Sopo Kiladzeსოფო კილაძე
სოფო კილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატ სოფო კილაძის ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ნახეთ, რატომ გამოიძახა დეპუტატმა პატრული.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ყოფილ ქმარს ავთანდილ ხარაძეს პატიმრობა შეეფარდა, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილი - Sputnik საქართველო
ლელა კილაძემ მეუღლეს სასამართლოში უჩივლა – გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა მიესაჯა

დაპატიმრების მიზეზი შემაკავებელი ორდერის დარღვევა გახდა. ავთანდილ ხარაძეს შემაკავებელი ორდერის გამო ყოფილ ცოლთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია სოფო კილაძემ მას შემდეგ გამოიძახა, რაც, სახლში მისული ბავშვის მამის თქმით, ის სახლში წასვლას არ აპირებდა. 

სოფო კილაძემ 2019 წლის 5 ნოემბერს განაცხადა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, თუმცა ავთანდილ ხარაძე კატეგორიულად გამორიცხავდა ყოფილ მეუღლეზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ჯაბა კილაძე - Sputnik საქართველო
ჯაბა კილაძეს და თამთა ჭელიძეს ულამაზესი შვილი ჰყავთ – ნახეთ როგორ ჰგავს გოგონა მამას

მასმედიასთან სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე ამბობდა, რომ ცოლი მისი 5 წლის შვილით მანიპულირებდა და მას ნახვის საშუალებას არ აძლევდა. ავთანდილ ხარაძე სოფიო კილაძეს ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ბავშვი დედას შეშინებული ჰყავდა და ამის ვიდეომტკიცებულებაც ჰქონდა.

სოფიო კილაძე, თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0