Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დაფოტოშოპებულია მაინც...“ – ნუკი კოშკელიშვილმა იუბილე გაშიშვლებით აღნიშნა – ფოტო

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი და ტელეწამყვანი იუბილარია. ნუკიმ სოციალურ ქსელში საკმაოდ პროვოკაციული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ტანისამოსის გარეშეა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია. მას 30 წელი შეუსრულდა, რასთან დაკავშირებითაც სოციალურ ქსელში წერს.

View this post on Instagram

ავოეეეე, 30! დედას გეფიცებით ასე მგონია გუშინ ვიყავი 16-ის და უამრავი მიზანი და გეგმა მქონდა, სად წავიდა ამდენი წელი??? როგორ გაირბინა ასე მალე?? აქ დიდი ხანია მამაკაცები აღარ არიან, მხოლოდ გოგოებს გეჭორავებით, ამიტომ ეს ფოტოც არ გამოიწვევს აჟიოტაჟს, ისეთი დაფოტოშოპებულია მაინც,გინდ ჩემი ფოტო დამედო და გინდ სხვისი. არაუშავს დრო გავა შვილისშვილებს მოვატყუებ ასეთი ვიყავი ბებია 30 წლის თქო😜. ადრე მეგონა 25-ს რომ გადაცდებოდი და არ იყავი გათხოვილი შინაბერა იყავი, 30 და ჯერ უშვილო ხომ მითუმეტეს დიდი ამბავი იყო, საზოგადოება გვიწესებს ფარგლებს. დრო შეიცვალა და იმედი მაქვს 25-30 წლის გოგოები ასე აღარ ფიქრობენ. ახლა ვიხსენებ, 20 წლის საკმაოდ ჩამოუყალიბებელი ვიყავი, ბევრჯერ მითქვამს თქვენთან, ყველა ქალს სხვა და სხვა ასაკი უხდება თქო. მე არ ვიყავი მაინც და მაინც მშვენიერი ადრე, ახლა უფრო ვიხვეწები და ნელ ნელა ისეთი ვხდები როგორიც მინდა, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემ სხეულში, ეტყობა ჩემი ოქროს ხანა ახლა იწყება. სამწუხაროდ, ბუნება მებრძვის, გინდა არ გინდა გრავიტაცია თავისას შვება და ყველაფერი უფრო გეწელება, და ფორმაში ყოფნაც უფრო რთული ხდება, ზოგადად მოტივაციას გიმცირდება. . მინდა უფრო სერიოზულ ამბავზე დაგელაპარაკოთ.. მიზნების დასახვა და მიზნებისკენ სწრაფვა ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ დაიწყოთ, მხოლოდ გარეგნობაზე არ მაქვს საუბარი, გარეგნობა მეორე და საერთოდ მეასე ხარისხოვანია. ზოგი გათხოვდა 15 წლის და განათლება ვერ მიიღო, ახლა კი ნანობს და ფიქრობს, გვიანია. გვიანი არასდროს არის!! ზოგი იძახის დედა ვარ, ცოლი, რაღა დროს ჩემი ცხოვრებაა, უნდა მივხედო ოჯახს. რატომ კაცო? ერთი მეორეს რას უშლის? სჩვენი ჭია არ უნდა გავახაროთ?!. მინდოდა ეს,თითქოს და პროვოკატიული ფოტო, ყოფილიყო ბევრი ქალისთვის ვინც ჩემსავით განიცდის ასაკის მომატებას, ცვლილებებს, გარდაქმნას, სტიმული, მერე მივხვდი რომ ძალიან აშკარად გალამაზებული ვარ და ისე რა სტიმულია, უფრო ტყუილი გამოდის. 🤷🏼‍♀️ მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, გული არ იცვლება, 30, 90-ი წლისას ისევე გინდა ბედნიერება, როგორც 16 წლის რომ იყავი.მე ველაპარაკები ყველა ასაკის ქალს! არვიცი, 50 წლის რომ გავხდები თუ შევძლებ ასეთი ფოტოს გადაღებას,მაგრამ დღეს ვარ 30-ს, და ზუსტად ვიცი ცხოვრებაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი, სანახავი, დასაბყრობი🤪ასაკი მხოლოდ ციფრებია, 30 კი ახალი 20-ია! 😎 ყველაფერი წინ არის! ფოტო @lekolevani make up @ninomartashvili

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

მოდელმა საკმაოდ თამამი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ აჟიოტაჟი მარტო იმიტომაც არ უნდა გამოიწვიოს ამ ფოტომ, რომ დაფოტოშოპებულია და აპირებს შვილიშვილები მოატყუოს, რომ 30 წლის ასაკში ასე გამოიყურებოდა.

View this post on Instagram

ხვალ 30!!! წლის ვხდები, რომ შევაჯამო წინა ათი წელი, შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერი იყო, ცუდიც და კარგიც. ვიპოვე ის საქმე რაც მომწონს, მივიღე უამრავი გამოწვევა, ვიპოვე სიყვარული, მყავს ბავშვი, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ათი წლის წინ 30 წლის ქალი, ძალიან დიდი მეგონა, ისე შორს იყო ეს პერსპექტივა, არც წარმომედგინა რომ ასე მალე დადგებოდა. დღეს ჩემი ბოლო დღეა 20-ებში. როგორი უსამართლობაა არა, ქალისთვის? კაცი 30 წლის ძალიან ახალგაზრდაა, ქალი კი უკვე სხვანაირი ხდება. ადრე მეგონა მოვიტყუები ასაკს და კიდევ დიდხანს ვიქნები 20-ებში თქო, ბევრი ასე აკეთებს. ახლა კი ვფიქრობ სისულელეა, ყველა ასაკს აქვს თავის ხიბლი და ჯობია კარგად გამოიყურებოდე და გეუბნებოდნენ უი სულაც არ გეტყობაო, ვიდრე “უი 29, მე უფრო დიდი მეგონე”-ო. 😂😂 ვიცი, ვიცი 30 არც არაფერია, მაგრამ ციფრს რომ იცვლი ნერვიულობ, ფიქრობ რა ვერ მოასწარი, გეფიქრება იმაზე რა სწრაფად გარბის დრო, ნოსტალგია გეწყება განვლილ წლებზე. არვიცი მხოლოდ მე ვნერვიულობ ხოლმე ასაკი რომ მემატება, თუ ყველა ქალი ასეა? ფაქტი ისაა, ცხოვრება გრძელდება და შეიძლება სულაც ახლა იწყება, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა მაგრამ ბევრად უფრო ჭკვიანი. 🥰 ბებიაჩემმა მითხრა ერთხელ, ყველაზე მაგარი ასაკია ის არის რომელშიც საბედნიერო ამბები ხდებაო, ზოგი 40-50 წლის პოულობს თავის თავს, ზოგი 18 წლის. ბედნიერებაა მნიშვნელოვანი და არა ციფრები, რას იტყვით?

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

„მე არ ვიყავი მაინცდამაინც მშვენიერი ადრე, ახლა უფრო ვიხვეწები და ნელ-ნელა ისეთი ვხდები, როგორიც მინდა, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემ სხეულში, ეტყობა ჩემი ოქროს ხანა ახლა იწყება. სამწუხაროდ, ბუნება მებრძვის, გინდა არ გინდა გრავიტაცია თავისას შვება და ყველაფერი უფრო გეწელება, და ფორმაში ყოფნაც უფრო რთული ხდება, ზოგადად მოტივაციაც გიმცირდება“, – წერს ნუკი.

View this post on Instagram

შური და ბოღმა რა ცუდი რამეა არა? აი არც იმას აკლებს არაფერს ვისიც გვშურს და არც ჩვენ გვმატებს... არა, ეს პოსტი არ იქნება იმის მოწოდება რომ შევიყვაროთ ერთმანეთი და ვაი რა ცუდია შური, ნტ ნტ ნტ ნტ. მე ისევე როგორც, ალბათ, ბევრს მქონია და მაქვს მომენტი როდესაც ვიძახი, აუ იმას როგორ გაუმართლა, აუ ის რა ლამაზია, აუ მეც მინდა. და ეს გასაგებია, ადამიანები ვართ და სხვისი გვინდა, სხვისი მოგვწონს. ახლა რატომ დავიწყე ეს სტატუსი. ვზივარ ვათვალიერებ ინსტაგრამს და გოგოებს აი მაგარი ნების ყოფა რომ აქვთ, ვარჯიშობენ, სწორად იკვებებიან და ვიდზეც არიან, ხოდა ვუყურებ მშურს და თან გუშინდელ, ცივ შაურმას ვჭამ, ის არ მეყო რომ გუშინ უშველებელი შაურმა შევჭამე, ახლა კიდევ ვიპოვე მაცივარში ცივი უბედური შაურმა. ხოდა აბა თავმოყვარეობა მაქვს მე? ან რა ნამუსით მშურს იმათი ვინც შრომობს. ან კიდევ, რომ ვსხედვართ და იმან რამდენ წარმატებას მიაღწია, ოჰ რა ენაღვლება მარტივად გამოსდის. არა, კი, ზოგს მარტივად გამოსდის, მაგრამ იმანაც კი ვისაც ჩაუწყეს მოუწყეს, უჩალიჩეს თუ არ გაანძრია ხელი, ეს ჩაწყობილიც არ გამოუვა. ამ დროს ჩვენ იმის ნაცვლად რომ თითი გავანძრიოთ ვსხედვართ და მივტირით ჩვენს უბედობას და როგორ არაფერი გამოგვდის. მაგარი პრიმიტიულები ვართ. აი ხომ ვიქადაგე ახლა, გეგონება ვიცი და მესმის. გსვა ორი დღე და ისევ შაურმას შევჭამ და არაფერს გავაკეთებ მიზნის მისახწევად. რა არის გამოსავალი, როგორ ვებრძოლოთ ჩვენც ბანძ ინსტინქტებს? პ.ს არა ეგეთი გიჟი შურიანიც არ ვარ, ცოტა გადავაჭარბე... ან არ გადავაჭარბე 🤪

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

მოდელი ფიქრობს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, 30 კი ახალი 20-ია და ყველაფერი წინ არის. ნუკის დაბადების დღის აღნიშვნა მეუღლის გარეშე მოუწევს. კორონავირუსის პანდემიის გამო ამერიკელი ექიმი შტატებში დარჩა, ხოლო ცოლ-შვილი საქართველოშია.

View this post on Instagram

პანიკა არ შეიძლება!!!! არა, ისედაც არ ვარ “პანიკორი”, მაგრამ მაქვს ფრენა ერთ კვირაში, ღამე მეღვიძება ცივ ოფლში. თან აი ამ ვირუსის ისე არ მეშინია რამდენადაც, ამ ვირუსის არ აკიდებას რომ ცდილობ ბავშვით, ეს რა ნერვიულობაა , ხომ წარმოგინდგენიათ..!!!! ან როგორ გავაჩერო ან როგორ დავიზღვიო თავი. მოკლედ, ახლა ვწევარ, ბავშვს ვაძინებ და გინდა არ გინდა ვფიქრობ, ზოგჯერ თავი ფილმში მგონია, აი ძალიან მსუბუქათ რომ იწყება და მერე სამყაროს დასასრული რომ მოდის. არა არ გაშინებთ, ყველაფერი კარგად იქნება ზუსტად ვიცი, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დალაგდება. იცით რა მინდა, მინდა მქონდეს ბევრი ფული,რომ არ ვდარდობდე ხვალინდელ დღეზე და ბარემ მთელი ჩემი ოჯახი ერთად იყოს და მეგობრები, ისე ნერვები მეშლება ჩემი ქმარი რომ შორს არის და მე აქ ვარ... ძნელია ასე ცალ ცალკე..:( თუ გაქვთ ეგ ბედნიერება, ერთად იყოთ ქმართან, შვილთან, დედასთან, საყვარელ ხალხთან დაკოცნეთ ჩაეხუტეთ და იცოდეთ არაფერი სანერვიულო არ არის, როდესაც ერთად ხართ. ხო ვიცი,ვიცი ვატრაკებ და ნეგატიურ სისულელეებს გახვევთ თავზე. უბრალოდ მეფიქრებოდა და გაგიზიარეთ😔

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

წყვილს პატარა ოლივერი ორი წლის წინ ეყოლა. ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.

სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.

ყველა ახალი ამბავი
0