ზაფხულს მშვიდობიანად გადავლახავთ, შემოდგომაზე კი მეორე ტალღაა მოსალოდნელი – ზახაშვილი

© Sputnik / Viktor Kaminskyმგზავრები მეტროში
მგზავრები მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ნაკლებადაა შესწავლილი, ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ მისი აქტიურობა ზაფხულში შესუსტდება, მაგრამ შემოდგომაზე კვლავ შეიძლება გააქტიურდეს.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. არის ვარაუდი, რომ შემოდგომაზე კორონავირუსის ახალი ტალღა იქნება და გვეყოლება იმაზე მეტი ინფიცირებული, ვიდრე გაზაფხულზე გვყავდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა დაწესდება>>

მისი თქმით, კორონავირუსი ჯერ არსად არავის არ დაუმარცხებია და პანდემიაზე გამარჯვება ერთი ქვეყნის წარმატებით არ განისაზღვრება.

მეტროს მგზავრები პირბადეებით - Sputnik საქართველო
როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

„ჩვენ მუდმივად უნდა ველოდოთ შემთხვევების მატებას, რაც სწორედ იმითია განპირობებული, რომ მსოფლიოს ნაწილი ვართ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულის განმავლობაში, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, კორონავირუსი იქნება ნაკლებად აქტიური. თუ დავიცავთ წესებს, ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულს მშვიდობიანად გადავლახავთ“, – განაცხადა ზახაშვილმა.

თუმცა, რაც შეეხება შემოდგომასა და ზამთარს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი გააქტიურდება და ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 650 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0