რამდენი დაიხარჯა საკარანტინო ზონებზე

© Sputnik / Vladimir Umikashvili სასტუმრო რუსთავში
სასტუმრო რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში მთელ ქვეყანაში 84 სასტუმრო საკარანტინო ზონად გარდაიქმნა, სადაც ორკვირიანი იზოლაცია 19 ათასმა ადამიანმა გაიარა.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში მხოლოდ საკარანტინო ზონების მოწყობაზე 32,5 მლნ ლარი დახარჯა.

39 დღე კარანტინში: თეთრწყაროში შეზღუდვები მოიხსნა>>

როგორც გაწეული მუშაობის შესახებ მთავრობის ანგარიშშია ნათქვამი, საკარანტინო ზონები შეიქმნა იმ მიზნით, რომ შეემცირებინათ რისკები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და შეეკავებინათ ინფექციის გავრცელება. საკარანტინო ზონები წარმოადგენდა დროებითი იზოლაციის ადგილს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. სასტუმროების, როგორც საკარანტინო ზონების დაჯავშნა 2020 წლის 10 მარტს დაიწყო – მანამ, სანამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა.  

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი მთავრობის უპირველეს მიზნებს ასახელებს

22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გარდაიქმნა 84 სასტუმრო, ნომრების საერთო რაოდენობა 6500-ს აჭარბებდა. სავალდებულო კარანტინი ამ ზონებში 19002-მა ადამიანმა გაიარა.

„უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID-19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა სატრანსპორტო სერვისი, კეიტერინგი (სარესტორნო მომსახურება ადგილზე – რედ.) და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ.“, – ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

ანგარიში მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ პანდემიის პერიოდში უკვე გადაეგზავნა პარლამენტს.

ყველა ახალი ამბავი
0