ცნობილია როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

© Sputnik / Alex Shlamovგამოცდების პერიოდი
გამოცდების პერიოდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრი სადენზინფექციო საშუალებებისა და სამედიცინო მოწყობილობების შეძენას გეგმავს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელ მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
ეროვნული გამოცდები 2020 – სად ჩატარდება, როგორ და როდის, რა შეცვალა კორონავირუსმა

„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებში 27 500 ლარის გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობებისთვის – 266 250 ლარის. სულ შესყიდვის ჯამური თანხა კი 1 676 270 ლარია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით.

„მშვიდობით, სკოლა!" – დღეს XII კლასელებმა სკოლა დაამთავრეს>>

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა,  საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12 ათასზე მეტს შეადგენს, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი 3600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

ყველა ახალი ამბავი
0