დაკეტილი მაღაზიები აბანოთუბანში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/2 ივნისი

79371
(განახლებულია 14:04 02.06.2020)
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა დაჩქარებული ტემპით აგრძელებს შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა.

2 ივნისისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შემდეგი შეზღუდვები მოქმედებს:

 

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • კარანტინის რეჟიმი მოქმედებს თეთრწყაროში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • 8 ივნისამდე შენარჩუნდება შეზღუდვა საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო და ავიამიმოსვლაზე, ასევე აკრძალულია დახურული ტიპის რესტორნების და ბარების მუშაობა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს);
  • 29 მაისიდან ქვეყანაში ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 1 ივნისიდან – სავაჭრო მოლები და ღია ცის ქვეშ მქონე სივრცეების რესტორნები. დახურული ტიპის დაწესებულებები 8 ივნისს იხსნება;
  • 15 ივნისიდან აღდგება შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო უცხოელი მოგზაურების მიღებას დაიწყებს.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 794 ადამიანს შეადგენს, აქედან 624 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2508, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 300 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
79371
თემები:
COVID-19 საქართველოში (937)
ნეკა დოროყაშვილი

„ვინც შვილი გააჩინა, დედა არ არის...“ - ნეკა დოროყაშვილის მეგობარი ახალ დეტალებზე წერს

139
(განახლებულია 13:54 05.06.2020)
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება. ნეკა დოროყაშვილის ახლო მეგობარი ახალ დეტალებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ოჯახის ახლობელი, მარიამ ოძელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, ჩოგბურთელის ადვოკატმაც უარყო ის ფაქტი, რომ ნეკა აშანტაჟებდა და 100 000 ლარს იღებდა ყოველ თვე. ნეკას ირგვლივ ბევრი სიცრუე ვრცელდება და საზოგადოებას თხოვს, ყველაფერს ნუ დაიჯერებენ.

მისი თქმით, პირად ცხოვრებას პატივს სცემს და მისმა ოჯახმაც კი ორი დღის წინ გაიგო, რომ ცნობილი წყვილი დაშორდა.

„ნუ ჭორაობთ, ერთს გეტყვით, თქვენს ოჯახებში უარესები ხდება და მიჩვეულები ხართ ამ ყველაფერს. იმასაც ვერ იაზრებთ რას ნიშნავს 5 წლის ბავშვის მშობლები რომ შორდებიან. საერთოდ ბავშვის ცნება რა არის ეგ არ იცით და ზოგი დედობაზეც თავს დებთ. ყველამ ვინც შვილი გააჩინა დედა არ არის ეგ იცოდეთ!” – წერს მარიამ ოძელაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

139
თემები:
სელებრითების ცხოვრება
თსუ

რა სიახლეებით ხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს

22
(განახლებულია 14:23 05.06.2020)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, ღამის საათებში ყველაზე ლამაზად განათებული შენობა იქნება

 

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik.  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების ფასადებზე ორიგინალური განათება დამონტაჟდა.

საღამოს საათებში, ახალი განათების ფონზე, თუ როგორ გამოიყურება უნივერსიტეტი, პირველებმა – თბილისის მერმა კახა კალაძემ და თსუ–ის რექტორმა იხილეს, ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კალაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შენობის შიდა და გარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 „ფასადის განათება გამზირს ძალიან მოუხდა. როდესაც სამუშაოები დასრულდება, იგი ძალიან ლამაზი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობისა და ამ ამ პროექტის განხორციელებისთვის. გამზირზე (ჭავჭავაძის – რედ.) სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იქნება. ჩვენი მიდგომა – დედაქალაქში ზუსტად ასეთი ქუჩების ქონაა. მნიშვნელოვანია ყველა ის სამუშაო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა.  გამზირზე ბევრი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ და როდესაც იგი დასრულებულ სახეს მიიღებს, საზოგადოება დაინახავს,  ყველაფერი რამდენად ლამაზი გამოვიდა", - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი განათების სისტემა უნივერსიტეტის ძალისხმევით დამონტაჟდა.  ფასადების განათების გარდა, უნივერსიტეტის ეზოში  განახლდება არსებული დაზიანებული ნარგავები. გამწვანების სამუშაოები ახლო მომავალში იგეგმება.

თსუ–ის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე შენობის გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. ასევე შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, პირველის მსგავსად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა. შიდასარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება, 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 21,3 მლნ ლარია.

რაც შეეხება თსუ-ს  პირველ კორპუსს, მისი სარემონტო სამუშაოები, ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, 2008-2011 წლებში განხორციელდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – უძველესი უმაღლესი სასწავლებელია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიაში. იგი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. თსუ–ს მეორე კორპუსი 1940 წელს, პირველი კორპუსის არქიტექტურისა და სტილის გათვალისწინებით აშენდა. უნივერსიტეტში დაახლოებით 35 ათასი სტუდენტი სწავლობს.

22
თემები:
თბილისის მერია
თვითმფრინავი

აღდგება თუ არა ავიამიმოსვლა საქართველოსა და პოლონეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები

0
(განახლებულია 15:18 05.06.2020)
საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და პოლონეთის ელჩის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები ავიამიმოსვლის აღდგენა და უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა იყო

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში პოლონეთის ელჩთან მარიუს მაშკიევიჩთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის  შესაძლებლობები განიხილა.

რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ საქართველოში პირველი ტურისტები - შეთანხმება მიღწეულია>>

როგორც ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, თურნავამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო, რომელიც წარმატებით უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებს, უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში დაინტერესებულია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენით პოლონეთთან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არსებითად გაიზარდა პოლონელი ტურისტების ნაკადი, რაშიც დიდი როლი შეასრულა პირდაპირი ავიარეისების არსებობამ პოლონეთის რამდენიმე ქალაქთან.

თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთი იმ ქვეყნების სიაში იქნება, საიდანაც აქართველო შეძლებს მოგზაურების მიღებას და მათთვის უსაფრთხო ტურისტული მომსახურების წარდგენას.

პოლონეთის ელჩმა, თავის მხრივ, ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის წარმატებულ ქმედებებს COVID-19–თან ბრძოლაში და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს წარმოადგენს, როგორც უსაფრთხო მიმართულების ქვეყანას.

საქართველოსა და გერმანიას შორის ავიამიმოსვლა აღდგება? – მხარეები თანხმდებიან>>

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის წარმატებით გაგრძელდება თანამშრომლობა და მალე აღდგება ავიამიმოსვლა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით 21 მარტს შეწყვიტა. კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის წყალობით, ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან აღადგინოს შიდა ტურიზმი ხოლო 1 ივლისიდან გახნას საზღვრები უცხოელი ტურიტებისთვის. ეს ნიშნავს რომ ამ დროისთვის აღდგება პანდემიის გამო შეწყვეტილი სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა.

წინასწარი ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიის ქვეყნებთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ამ დროისთვის 20–ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი გამოთქვა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში (937)