მალარიის კოღო

ლაგოდეხში მალარიის საშიშროებაა? მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

98
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი მომრავლებას უჩივის.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა მალარიის გადამტანი კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით გარემოს დამუშავებას ითხოვს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ჰერეთისკარის, ჭიაურისა და თამარიანის მოსახლეობა ირწმუნება, რომ მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი ისე მომრავლდა, რომ მიწის ნაკვეთებში მუშაობა ჭირს.

„ჩვენ სოფლებში ღელეებია და გრუნტის წყლებიც, ტენიანობა მაღალია, დაჭაობებული ადგილებიც ახლოა, აქედან გამომდინარე, იმდენი კოღოა, თვალებში გვივარდებიან, განსაკუთრებით საღამოს საათებში აქტიურდებიან. კიდევ კარგი, ამ ეტაპზე ავად გახდომის შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ წესით მაისში უნდა შეწამლულიყო ხსნარით აქაურობა და ივნისი დაიწყო, ჯერაც არავინ ჩანს“, - განაცხადა ჭიაურის მკვიდრმა, თეონა კახნიაშვილმა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, მერიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით უკვე მიმართა.

„ჭიაურის თემის სოფლებში მალარიის საწინააღმდეგო ორთქლით დამუშავება წელიწადში ორჯერ ხდება, მეორედ აგვისტოში უწევს. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით და მალარიის გავრცელების საშიშროების მაღალი რისკიდან გამომდინარე, უკვე მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა დაჩქარებულად მოხდეს ტერიტორიის დამუშავება კოღო ანოფელესზე“, - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

 

98
თემები:
საქართველოს რეგიონები (222)
სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

45
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროში 640 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

45
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნათია მეზვრიშვილი

აჭარაში რესტორნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება

52
(განახლებულია 14:00 24.09.2020)
შეზღუდვები აჭარაში კორონავირუსის  მხრივ რთული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით დაწესდება.

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. აჭარაში ხვალიდან შეზღუდვები ამოქმედდება – მუშაობას შეწყვეტენ რესტორნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

შეზღუდვები, კერძოდ, ღამის 22:00 საათიდან ამოქმედდება. დღისით რესტორნები ჩვეულებრივ იმუშავებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება.

შეზღუდვები საქართველოში და კერძოდ, აჭარაში კორონავირუსის  მხრივ რთული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით წესდება. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარას უკავშირდება.

დღეს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შესაძლოა დაწესდეს, იქნება ლოკალური და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ის არ შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება და საარჩევნო პროცესი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

52
თემები:
COVID-19 საქართველოში
გმირთა მოედანი

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

0
(განახლებულია 12:43 24.09.2020)
შეზღუდვები საავტომობილო მოძრაობაზე თბილისის ცენტრში 25 სექტემბრის ღამიდან 28 სექტემბრის დილამდე იმოქმედებს

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. თბილისში 26 მაისის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო სამი დღის განმავლობაში შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

კერძოდ, შეზღუდვები იმოქმედებს 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე.

პავტომობილები პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩაზე, 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნიდან მოხვდებიან.

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება>>

მოძრაობის მიმართულება არ იცვლება გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის.

ასევე შესაძლებელი იქნება 26 მაისის მოედანზე მოხვევა გმირთა მოედნის მიმართულებით.

0
თემები:
თბილისი დღეს