Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ უნდა დავკარგოთ სახე...“ – ნოდარ მელაძე „მთავარი არხის“ დატოვების მიზეზებზე ალაპარაკდა

© courtesy of Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია „TV პირველზე“ მის პირველ საავტორო გადაცემაში „მთავარი არხიდან“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველში“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ „მთავარი არხი“ დატოვა, გამოეხმაურა კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ „ბიძინა ივანიშვილმა იყიდა“, ან ის „TV პირველზე“ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩანერგა“.

„რადგან ლანძღვის კორიანტელში ჩემი 9 თვის ტყუპებიც გახვიეს, მაინც მომიწევს ამ თემაზე საუბარი. „მთავარიდან“ შემთხვევით არ გავმქრალვარ, მაგრამ არ მინდა ჩემი ნათქვამით თუნდაც მცირედით დაზარალდეს ტელევიზია, სადაც ახლაც ჩემი ბევრი მეგობარი მუშაობს. არ უნდა დავკარგოთ სახე, მადლობა ვუთხრათ ერთმანეთს და ასე დავემშვიდობოთ“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

„მთავარი არხიდან“ წასული არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ტელეკომპანია „TV პირველის“ გენერალურ პროდიუსერად მაისის დასაწყისში დაინიშნა. მელაძეს „მთავარი არხიდან" წასვლის მიზეზი არ უთქვამს. Facebook-ზე მან მხოლოდ ეს დაწერა: „ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე“.

ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
„როიალზეც უკრავს“ - ინგა გრიგოლიამ ნოდარ მელაძის აქამდე უცნობი კადრები გამოაქვეყნა

„მთავარი არხის“ დაფუძნებამდე ნოდარ მელაძე „რუსთავი 2“-ში მუშაობდა და ბოლო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავის 2“-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის ჟურნალისტების ნაწილთან ერთად მუშაობა „მთავარ არხზე“ გააგრძელა.

„TV პირველის“ გუნდს „მთავარი არხიდან“ წასული ოთხი ჟურნალისტიც შეუერთდა. ეკო მაღრაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, მაკა ანდრონიკაშვილი და რუსუდან ჯაბანიშვილი ამჟამად „TV პირველში“ განაგრძობენ მუშაობას.

ყველა ახალი ამბავი
0