„ყვითელი მარშრუტკები“ თბილისის ქუჩებში 29 მაისიდან გამოჩნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიკროავტობუსების მძღოლებისა და მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები – იკრძალება კონდიცირების სისტემის ჩართვა, ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებით, 29 მაისიდან სამგზავრო მიკროავტობუსები გარკვეული შეზღუდვებით განაახლებენ მუშაობას. მგზავრებს ტრანსპორტში ფეხზე დგომა ეკრძალებათ, დამცავი პირბადის ტარება კი აუცილებელი პირობაა. 

ავტობუსი - Sputnik საქართველო
კონდიციონერის გარეშე, ღია ფანჯრებით, პირბადეებით – ასე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

გარდა ამისა, მიკროავტობუსების მძღოლებისა და მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები. მათ ეკრძალებათ კონდიცირების სისტემის ჩართვა, სატრანსპორტო საშუალების ფანჯრები კი ღია უნდა იყოს.

„ამასთან, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტი ხაზზე მომუშავე ყველა მიკროავტობუსის დეზინფექციას ყოველდღიურად, ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე მოახდენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ხელმძღვანელობა წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის.

დღეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0