გიორგი გახარია

გახარია: საქართველო ინფექციის გავრცელების ახალი ტალღისთვის მზად უნდა იყოს

145
(განახლებულია 19:21 27.05.2020)
საქართველოს მთავრობის მეთაური ოთხშაბათს დეპუტატების წინაშე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგა.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. პანდემიასთან ბრძოლა არ დასრულებულა და საქართველო ინფექციის გავრცელების ახალი ტალღისთვის მზად უნდა იყოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. 

საქართველოს მთავრობის მეთაური ოთხშაბათს დეპუტატების წინაშე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში მოქმედებდა.

„ვირუსი და პანდემიასთან ბრძოლა არ დასრულებულა. დღეს მსოფლიოში ვერავინ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა. თუ ზაფხულის თვეების პროგნოზირება შესაძლებელია, ვერავინ ვერ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა, რამდენად ძლიერი იქნება მეორე ტალღა და იქნება თუ არა ვაქცინა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა გრძელვადიანი და მიზანმიმართული დახმარების უზრუნველყოფა“, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ასეთი გაურკვეველი ვითარება გახდა მიზეზი დახმარებაზე მინიმალური ხარჯების გაწევისა.

„ჩვენ დახმარება ექვს თვეზე გავანაწილეთ. მესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ესაა მინიმუმი, რომელიც ადამიანებს მიმდინარე ხარჯების გამკლავებაში დაეხმარება“, – განაცხადა გახარიამ. 

მთავრობამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმა აპრილის ბოლოს წარუდგინა. იგი ითვალისწინებს როგორც ფულადი დახმარების გაცემას, ისე რიგ შეღავათებს კრედიტებისა და გადასახადების თვალსაზრისით.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის 735 შემთხვევაა დადასტურებული, პაციენტების 75%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

145
თემები:
COVID-19 საქართველოში (1210)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 15 ივლისს

13
(განახლებულია 09:50 15.07.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფერაძის და სოლოღაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიციან ტაბიძის, რაზმაძის, აბაშელის, არაყიშვილის, მარუხის გმირთა და კოკა კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:0 საათიდან 10:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის, მიხეილ თამარაშვილის და წყნეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, შოთა ნიშნიანიძის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, ალექსანდრე დიუმას და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის, ხევის, სახალხოს, ლერწმის და ჩარხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და კარალეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების, პოლიციის, ელენე მეტრეველის, ჭიჭინაძის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

13
თემები:
თბილისი დღეს
ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

41
გამოჯანმრთელდა 873 ადამიანი, გარდაიცვალა – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 244 პაციენტია.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 1003-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 244 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

41
თემები:
COVID-19 საქართველოში (1210)