გახარია: ქვეყანაში კორონავირუსი კონტროლს ექვემდებარება

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო
სატვირთო - Sputnik საქართველო
გამოწერა
განსაკუთრებული რისკის შემცველ ჯგუფს ასევე წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვამკაცრებთ კონტროლს, აღნიშნა გიორგი გახარიამ.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და ეს საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობის შედეგია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

ავტობუსი - Sputnik საქართველო
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისიდან განაახლებს მუშაობას

იმას, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, რამდენიმე ფაქტი ამტკიცებს. მათ შორის ის, რომ ინფიცირების შემთხვევები ძირითადად საკარანტინო სივრცეებს უკავშირდება, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კარანტინის ფორმა სწორი გადაწყვეტილება იყო, აღნიშნა გახარიამ. ამასთან, მან განმარტა, რომ ახალი შემთხვევები უკვე ცნობილ წყაროებს უკავშირდება.

„განსაკუთრებული რისკის შემცველ ჯგუფს ასევე წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვამკაცრებთ კონტროლს. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება. ეს საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობის შედეგია. ამიტომ შემდეგი ამოცანა ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედებაა“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის სიტყვებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელიც ამტკიცებს, რომ ვირუსის შიდა გავრცელების მასშტაბი დიდი არაა და რისკი შემცირებულია. 

ავტობუსი - Sputnik საქართველო
29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება

იმის გამო, რომ ვირუსი ჯერ დამარცხებული არ არის და იგი არსად წასულა, აუცილებელ მოთხოვნად რჩება სოციალური დისტანცია, პირბადეების ტარება და ჰიგიენის წესების დაცვა, აღნიშნა გახარიამ.

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ 29 მაისიდან ყველა სახის საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი რესტორნები და კაფე-ბარები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. ღია სივრცის მქონე რესტორნები კი მოქალაქეებს უკვე 1 ივნისიდან მოემსახურებიან.

ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 735 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 557-ს (73,7%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.

ყველა ახალი ამბავი
0