Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ცოლი აღარ ყოლია და აბა წავიდა შესევა ბიჭზე...“ – რას წერენ ბასილაშვილზე სოციალურ ქსელებში

© courtesy of Neka Dorokashviliნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის გახმაურებულ ამბავს სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა განიხილავენ. ნახეთ, რას წერენ ცნობილები თუ უცნობები მათზე.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. 24 მაისის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ცნობილ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელებში ამ ამბის განსჯა არ წყდება. აქტიურობს ყველა – ცნობილი, თუ არაცნობილი, სპორტსმენი თუ არასპორტსმენი, სასულიერო პირებიც კი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის უმშვენიერესი საცოლე – ფოტოები სოციალური ქსელიდან

სკანდალური ამბის გაგრძელება ნიკოლოზის ახლად გამოჩენილი საცოლე გახდა – გერმანელი ჩოგბურთელი შარლოტა ჰელენი, რომელიც, თუ სოციალური ქსელის მომხმარებლებს დავეყრდნობით, „სწერვა ქართველს არ ჰგავს და ულამაზესია“.

განსაკუთრებით პოპულარული გახდა ცნობილი მსახიობის ია ფარულავას სტატუსი „მოკლედ გავიგეთ ის რომ თურმე ცოლი აღარ ყოლია და აბა წავიდა შესევა ბიჭზე“, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ჯერ გაუხარდათ, რომ ნიკოლოზი თავისუფალია, შემდეგ შარლოტას ფოტოების გაზიარება და მათზე შთაბეჭდილებების კომენტირება გადაწყვიტეს.

„დორომ და ბასიმ გაიხარონ ამ წვიმიან ამინდში ჩვენი გახალისებისთვის. 25 მაისი გახდეს ნაჯახის, გიტარის და ლაით სადომაზოს დღე!“, – დაწერა ცნობილმა დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა (ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი მამამთილი მას და მის შვილს ნაჯახით, ან გიტარით მისდევდა – ზუსტად რით, გახსენება უჭირს).

„რაც არ გერგება არ შეგერგება ეს უტვინო გოგო რა უნდოდა? პრინციპში მიიღო რისი ღირსიცააა“, – ასე ეხმაურება ამ ამბავს ცნობილი პროდიუსერი თაკო დოლაბერიძე.

„მთელი მსოფლიო მაგას გადმოსცემს. რამხელა სტრესია. ეს ძონძი ქალი ეს. ბიჭი ყოველ თვე 100 000 ს უხდიდა და სამჯერ მეტი მინდაო“, – წერს მომღერალი ბექა ჩხაიძე.

„ყველას გთხოვთ, შეწყვიტეთ ყველანაირი კომენტარი როცა საქმე ვინმეს პირადს ეხება! ვერასოდეს ვერავინ ვერაფერს ვერასოდეს ვერსად ვერანაირად ვერ გაიგებს! სულ „მამიდები” მახსენდება მაგ დროს“, – წერს მსახიობი გია როინიშვილი.

„მოძალადე ეკლესია ისევ მოძალადეს იცავს, ნუ, აბა, ნაცემ ქალო ოდესმე დაუცვია?! მსხვერპლს ხომ არც ძალაუფლება აქვს და ეკლესია ვითომ რატომ უნდა იდგეს ჩაგრულის და თან ქალის გვერდით?!“ – წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია.

„ეჰ ნიკა, „ჟიზნ ნე სახარ“,გული არ გაიტეხო. ღმერთმა ძალა მოგცეს და გაგაძლიეროს განსაცდელის ჟამს!
ცხოვრება გრძელდება“, – დაწერა მისმა მოძღვარმა ანთიმოზ ივერიელმა.

ცნობილ ჩოგბურთელს სასამართლომ 24 მაისს გირაო შეუფარდა. მომდევნო სხდომა 16 ივლისსაა დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0