„მის საქართველო 2018“ კულინარიულ ტელეშოუ „მასტერშეფში“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს

© Facebook / photo: Nini Gogichaishvili / FBნინი გოგიჩაიშვილი
ნინი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ სეზონი ყველაზე საინტერესო იქნება. წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი ათასამდე ადამიანმა გამოთქვა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. „მის საქართველოს 2018“-ის ტიტულის მფლობელი, მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი კულინარიულ პროექტ „მასტერშეფში“ მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებისთვის მონაწილეობას ქართველ ლამაზმანთან ერთად კიდევ 11 კონკურსანტი მიიღებს. 

კასტინგზე ნინიმ იაპონური სამზარეულოს კერძი – მისო-სუფი მოამზადა, თუმცა არა ტრადიციული წესით. გოგონამ გემოვნური თვისებების გამრავალფეროვნებისთვის კერძს ბოსტნეული და კრევეტები დაამატა. მოდელის მცდელობა შესაბამისად დაფასდა – შეფებს კერძი მოეწონათ, შესაბამისად, გოგიჩაიშვილი პროექტის შემდეგ ტურში გადავიდა. 

მასთან ერთად „მასტერშეფის“ წინსაფრის მფლობელები გახდნენ სპორტსმენი ნინი სტურუა, ჟურნალისტი რამილია ალიევა, ბარმენი თემო კაკუჩია, ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ნებიერიძე, პიარ-მენეჯერი პაატა ჭონიაშვილი, ასევე ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტი – 18 წლის მზარეული ლიკა ესაიაშვილი, დამწყები მზარეული ქეთო ბექაური და სხვები. 

ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ სეზონი ყველაზე საინტერესო იქნება – წელს განაცხადების რაოდენობა რეკორდული იყო – პროექტში მონაწილეობის სურვილი ათასამდე ადამიანმა გამოთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0