ღამის კლუბი

კახა კალაძემ ღამის კლუბების პრობლემებში გარკვევის პირობა დადო

119
(განახლებულია 16:07 25.05.2020)
ღამის კლუბებისა და კაფე-რესტორნების საქმიანობის განახლება დღის წესრიგში დგას, თუმცა როდის მიიღებს საქართველოს ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ონლაინ-გამოკითხვის შედეგები დაგვეხმარა შეგვედგინა იმ პრობლემების სრული სურათი, რომელთა წინაშეც დედაქალაქის ღამის კლუბები აღმოჩნდნენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

კალაძის განცხადებით, კლუბების ხელმძღვანელობას მომსახურების გარკვეულ პაკეტს შესთავაზებენ.

„ჩვენ ონლაინ-გამოკითხვა ჩავატარეთ და ღამის კლუბების პრობლემებთან დაკავშირებით სრული სურათი მივიღეთ, კერძოდ, თუ რამდენად იმოქმედა პანდემიამ მათზე. ჩვენ ამ მიმართულებით გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ვაპირებთ“, – განაცხადა კალაძემ.

7 მაისს საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების კავშირმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია შეზღუდვების გამო სამსახურის გარეშე დარჩენილი ათასობით ადამიანის პრობლემებზე. 

„სამხატვრო, მუსიკალური და გასართობი მოედნების, კლუბების, ფესტივალების, სახელოსნოების, სტუდიებისა და მხატვრების მუშაობა შეჩერდა, რამაც არა მარტო შეაჩერა ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები, არამედ სამსახურის გარეშე დატოვა ათასობით თანამშრომელი და ეჭვქვეშ დააყენა კულტურის მომავალი განვითარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ კულტურა სახელმწიფო პოლიტიკაში სტრატეგიული მიმართულებაა, თუმცა არავის იცის, თუ რა გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე შემოქმედებითი ინდუსტრიები.

კულტურის მოღვაწეები სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამედროვე კულტურული ეკოსისტემის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ დააწესა რიგი შეზღუდვები, მათ შორის მუშაობა შეაჩერა ყველა თეატრმა და მუზეუმმა, დაიხურა კაფე-რესტორნები, აიკრძალა მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა.

119
თემები:
COVID-19 საქართველოში (1798)
სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

37
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროში 640 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

37
თემები:
COVID-19 საქართველოში (1798)
ნათია მეზვრიშვილი

აჭარაში რესტორნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება

43
(განახლებულია 14:00 24.09.2020)
შეზღუდვები აჭარაში კორონავირუსის  მხრივ რთული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით დაწესდება.

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. აჭარაში ხვალიდან შეზღუდვები ამოქმედდება – მუშაობას შეწყვეტენ რესტორნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

შეზღუდვები, კერძოდ, ღამის 22:00 საათიდან ამოქმედდება. დღისით რესტორნები ჩვეულებრივ იმუშავებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება.

შეზღუდვები საქართველოში და კერძოდ, აჭარაში კორონავირუსის  მხრივ რთული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით წესდება. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარას უკავშირდება.

დღეს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შესაძლოა დაწესდეს, იქნება ლოკალური და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ის არ შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება და საარჩევნო პროცესი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

43
თემები:
COVID-19 საქართველოში (1798)
გიორგი ჭიაბრიშვილი

ჭიაბრიშვილი: მატჩი „გრანადას“ წინააღმდეგ ჩვენთვის გამოწვევაა

0
(განახლებულია 12:29 24.09.2020)
თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს კლუბის ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. „გრენადა“ ძალიან ძლიერი კლუბია და მატჩი მის წინააღმდეგ – ეს ჩვენი გუნდისთვის გამოწვევაა, განაცხადა თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესპანურ გუნდთან უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის წინ.

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა>>

თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს, კლუბის ისტორიაში პირველად, ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს და ესპანეთის „გრანადას“ დაუპირისპირდება.

„ჩვენ სენსაციები აქამდეც მოვახდინეთ და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფურცელზე ბევრად ძლიერი გუნდია და უპირატესობა „გრანადას“ აქვს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ჩემთვის გამოწვევა და დიდი სიამოვნებაა ასეთ გუნდთან თამაში, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში მისი გუნდისთვის პლუსი იქნება.

„ცარიელი სტადიონი ჩვენი პლუსია, რადგან ჩვენთვის ჩვეული მომენტია და მათთვის - არა. ლოგიკურად, დასაკარგი არაფერი გვაქვს. წნეხი, დაძაბულობა და შიში არ გვაქვს. ფეხბურთელს და მწვრთნელს თამაშის თუ გეშინია, მაშინ რა გინდა მინდორზე“, – განაცხადა მწვრთნელმა.

მისი თქმით, „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი უპირატესობა აქვს „გრანადასთან“ – ინფორმაციული.

„ძალიან კარგად ვიცი, „გრანადა“ როგორ ფეხბურთს თამაშობს. ლა ლიგას მუდმივად ვუყურებ და რომც არ შეგხვედროდა, მაინც ვიცოდით, როგორი გუნდია. მათვის უფრო რთულია ჩვენ შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე ჩვენთვის მათ შესახებ“, – აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მწვრთნელმა ასევე ისაუბრა მოთამაშეების მდგომარეობის შესახებ.

„მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ ორჯერ ვივარჯიშეთ და ვერ გავერკვიე, რა გვჭირდა, იმდენად გამოცლილები ვიყავით ემოციისგან. ახლა ფრენაც დაემატა, მაგრამ ასეთ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა არ გვაქვს და ამიტომ, მთელი ენერგია უნდა აღვიდგინოთ, შეგიძლია თუ არ შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ უნდა შეძლო, რადგან ამ კლუბის ისტორიაში ასეთი თამაში ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა „ლოკომოტივის“ მწვრთნელმა.

როგორ დაამარცხა თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ - საუკეთესო ფოტოები>>

მატჩი „გრანადასა“ და „ლოკომოტივს“ შორის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


0
თემები:
სპორტის ამბები